ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯესიკა ელიზაბეტ სანჩესი (ინგლ. Jessica Elizabeth Sanchez; დ. 4 აგვისტო, 1995, ჩულა ვისტა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარობა მოიპოვა American Idol-ის მეთერთმეტე სეზონში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ.

ჯესიკა სანჩესი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯესიკა ელიზაბეტ სანჩესი
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1995 (1995-08-04) (29 წლის)
დაბ. ადგილი Chula Vista
წარმოშობა ჩულა ვისტა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი jessicasanchezofficial.com
ჯესიკა სანჩესი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჯესიკა ელიზაბეტ სანჩესი დაიბადა 1995 წლის 4 აგვისტოს ჩულა ვისტაში, კალიფორნია. მას ჰყავს ორი უმცროსი ძმა. სანჩესი გაიზარდა ისტლეიკში, ჩულა ვისტაში.

2005 წელს სანჩესმა იმღერა არეთა ფრანკლინის კომპოზიცია „Respect" სატელევიზიო შოუში Showtime at the Apollo.[1] მომდევნო წელს მონაწილეობა მიიღო America's Got Talent-ში, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. 2009 წელს ჩაწერა რიანას კომპოზიციის, „Don't Stop the Music“-ის ქავერი iTunes-ისთვის. 2010 წელს ითანამშრომმლა ლეიბლთან Spin Move Records და ჩაწერა ეტა ჯეიმსის კომპოზიციის, „I'd Rather Go Blind"-ის ქავერი.[2] ამავე დროს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი ბრენდონ კეინთან ერთად „Just You and Me".

2011 წელს სანჩესმა მონაწილეობა მიიღო American Idol-ის მე-11 სეზონში და დაიკავა მეორე ადგილი.[3] American Idol-ის შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან. მალევე დაიწყო სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე სიმღერა, მათ შორის გამოვიდა PBS-ის ეროვნული მემორიალის დღის კონცერტსა და დემოკრატიულ კონვენციის დღეზე.[4] ის ასევე მღეროდა საქველმოქმედო ღონისძიებებზე, როგორიცაა City of Hope Spirit of Life Awards Gala და Trevor Live.

 
სანჩესი ასრულებს ირვინგ ბერლინის „God Bless America" მემორიალის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, ვაშინგტონში, 2013 წლის 26 მაისს.

2013 წელს ჯესიკა სანჩესმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი Me, You & the Music. 2013 წლის 22 მარტს გამოვიდა ალბომიდან მთავარი სინგლი „Tonight". ნამუშევარი 48-ე ადგილზე გავიდა ციფრული სიმღერების ჩარტში.[5] 2013 წლის 1 აპრილს სანჩესმა თეთრ სახლში იმღერა კომპოზიცია „The Star-Spangled Banner". მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Me, You & the Music, გამოვიდა 2013 წლის 30 აპრილს.[6] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 26-ე ადგილზე გავიდა და გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა 14000 ასლი. მალევე სანჩესი წამოვიდა Interscope Records-დან.[7]

2013 წლის აპრილში მუსიკოსი გამოჩნდა სატელევიზიო შოუში Glee. 2014 წელს ჯეიკ ზირუსა და ჯენიფერ ჰადსონთან ერთად იმღერა კომპოზიცია „Let It Go" Pinoy Relief Benefit-ის კონცერტზე.[8] 2013 წლის 21 მაისს სანჩესმა შეასრულა პიტბულისა და კრისტინა აგილერას „Feel This Moment" ABC-ის კონკურსის, Dancing with the Stars-ის მეთექვსმეტე სეზონის ფინალში. მალევე იმღერა ირვინგ ბერლინის „God Bless America" მემორიალის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, ვაშინგტონში.[9] სანჩესმა შეასრულა კომპოზიციები „Star-Spangled Banner" და „Lupang Hinirang" Manny Pacquiao vs. Brandon Ríos-ის მატჩზე 2013 წლის 23 ნოემბერს.[10] იმავე წელს გახდა American Idol-ის ჟიურის წევრი. ასევე სანჩესმა იმღერა რიანას „Pour It Up" Crustacean's Red Hour Jam Session-ზე ბევერლი-ჰილზში. 2015 წელს გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „This Love".[11] მალევე გამართა კონცერტი მანილაში „ჯესიკა სანჩესი: ახლო და პირადი ცხოვრება მანილაში". ასევე ითანამშრომლა კრისტიან ბაუტისტასთან და ჩაწერა კომპოზიცია „Two Forevers". ასევე გამოუშვა საშობაო EP Christmas with Jessica.[12]

2016 წელს მუსიკოსმა გამოუშვა დუეტები. ასევე გამოაქვეყნა ბიონსეს „1+1"-ისა და ჰოლზის „The Feeling"-ის ქავერები.[13] სანჩესმა გამოუშვა სინგლი „Call Me" 2016 წლის 10 მაისს. მან სიმღერა შეასრულა 2016 წლის 20 აპრილს Tubathon 2016-ზე ბერბანკში, კალიფორნია. 2016 წლის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციის დღეს გამოუშვა სინგლი „Stronger Together" ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად.[14] კომპოზიცია საცეკვაო კლუბის სიმღერების ჩარტში მეოთხე ადგილზე გავიდა. 2019 წელს იმღერა პრინც ჰაჯი ალ-მუჰტადი ბილას დაბადების დღეზე.[15] მან ასევე გამოუშვა სინგლი სახელწოდებით Love You". მალევე გამოუშვა ლეროი სანჩესთან ერთად კოლაბორაციული ნამუშევარი „A Whole New World". მალევე გამოუშვა სინგლი „Angels". გარდა ამისა, ითანამშრომლა მეტ ბლოიდთან და ჩაწერა „Can You Feel the Love Tonight". COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ქსენოფობიისა და რასიზმის საპასუხოდ, მან გამოუშვა სინგლი „Us".[16] 2022 წლის აგვისტოში სანჩესმა გამოუშვა სინგლი „Baddie".[17]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Jessica Sanchez: The Girl with Fulfilled Dreams. ციტირების თარიღი: July 31, 2019
  2. Jessica Sanchez Covers Rihanna's "Don't Stop The Music". a-Tunes.net (November 24, 2009). ციტირების თარიღი: March 25, 2012
  3. Ramos, NR. (March 8, 2012) 'Idol' contender Jessica Sanchez is US mags' top pick. Entertainment. Manila Bulletin Publishing Corporation. ციტირების თარიღი: March 29, 2012
  4. Keck, William. (May 9, 2012) Keck's Exclusives: Idol's Jessica Sanchez Booked For PBS's National Memorial Day Concert. News. Yahoo!. ციტირების თარიღი: May 9, 2012
  5. „Chart Search | Billboard“. Billboard. ციტირების თარიღი: July 31, 2019.
  6. Amazon.com: Jessica Sanchez: Me, You & The Music: Music. ციტირების თარიღი: April 21, 2015
  7. Jason Scott. (January 2, 2016) Jessica Sanchez On New Record Deal—'We're Talking to a Couple Major Labels'. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2020. ციტირების თარიღი: July 31, 2019
  8. Charice, Jennifer Hudson and Jessica Sanchez Lead Performers in Concert for Typhoon Haiyan Survivors.
  9. „Singer Jessica Sanchez Joins All-Star Line-up For PBS' NATIONAL MEMORIAL DAY CONCERT“ (პრეს-რელიზი). PR Newswire. May 24, 2013. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
  10. Ramos, Gerry. Jessica Sanchez to sing Philippine national anthem again in Pacquiao fight vs. Bradley.
  11. Dinh, James. (December 22, 2014) American Idol's Jessica Sanchez reveals one major lesson she learned from Ne-Yo. ციტირების თარიღი: July 31, 2019
  12. 'American Idol' Alum Jessica Sanchez Returns With 'Christmas' EP“. Billboard. ციტირების თარიღი: 2019-07-31.
  13. We Haven't Heard This Beyoncé Song in a While, But These Two Just Brought It Back To Life. aplus.com (February 3, 2016). ციტირების თარიღი: March 26, 2017
  14. „Jessica Sanchez Talks DNC Anthem for Hillary Clinton: 'This is the Time for Us to Play Our Part'. Billboard. ციტირების თარიღი: July 30, 2019.
  15. Jessica Sanchez performs at birthday celebration of Brunei Crown Prince (February 19, 2019). ციტირების თარიღი: July 31, 2019
  16. San Diego Singer-Songwriter Jessica Sanchez's new song 'Us' calls for unity - en-US (2021-05-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-09. ციტირების თარიღი: 2021-05-09
  17. „Jessica Sanchez releases new song 'Baddie'. August 24, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2022. ციტირების თარიღი: September 4, 2022.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯესიკა_სანჩესი“-დან