ჯერარდ ბატლერი
ჯერარდ ჯეიმზ ბატლერი (ინგლ. Gerard James Butler; დ. 13 ნოემბერი, 1969, პეიზლი, შოტლანდია) — შოტლანდიელი მსახიობი და კინოპროდიუსერი, რომელმაც სახელი გაითქვა ჰოლივუდურ ფილმებში მონაწილეობით.
ჯერარდ ბატლერი | |
---|---|
ბატლერი 2016 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Gerard Butler |
დაბადების სახელი | ჯერარდ ჯეიმზ ბატლერი |
დაბადების თარიღი |
13 ნოემბერი, 1969 პეისლი, შოტლანდია |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | გლაზგოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, კინოპროდიუერი |
აქტიური | 1996–დღემდე |
ჯერარდ ჯეიმზ ბატლერი[1] დაიბადა 1969 წლის 13 ნოემბერს პეისლში, შოტლანდიაში,[2] მარგარეტ და ედვარდ ბატლერების ოჯახში.[3][4][5] ექვსი თვის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა.[6] ერთი წლის შემდეგ, ბატლერის მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ.[7] გლაზგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებას გადიოდა ედინბურგის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში, როდესაც შეუდგა მცირე როლების შესრულებას ფილმებში, როგორებიცაა „მისის ბრაუნი“ (1997), ჯეიმზ ბონდის ფილმი „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ (1997) და „მუმია: ეგვიპტის პრინცი“ (1998). 2000 წელს განასახიერა გრაფ დრაკულას როლი გოთიკურ საშინელბათა ფილმში „დრაკულა 2000“, სადაც აგრეთვე მონაწილეობდნე კრისტოფერ პლამერი და ჯონ ლი მილერი.
2001 წელს ითამაშა ატილა ჰუნის როლი მინისერიალში „ატილა“, ხოლო მომდევნო წელს გამოჩნდა ფილმებში — „ცეცხლის ძალა“, „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი — სიცოცხლის აკვანი“, „დროის ხაფანგში“ — მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების კინოადაპტაცია. 2004 წელს მოირგო ერიკის როლი ჯოელ შუმახერის ფილმში „ოპერის მოჩვენება“, რომელიც დაფუძნებულია ენდრიუ ლოიდ უებერის ამავე სახელწოდების მიუზიკლზე,[8] რომელმაც მოუტანა სატელიტის ჯილდოს ნომინაცია საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის.
საყოველთაო აღიარება მოიპოვა მეფე ლეონიდასის როლით ზაკ სნაიდერის 2006 წლის ფილმში „300 სპარტანელი“, რისთვისაც მიიღო იმპერიისა[9] და სატურნის ჯილდოების ნომინაციები საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. 2010-2019 წლებში გაახმოვანა ანიმაციური ფილმების სერიის „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის“ პერსონაჟი სტოიკი. 2010-იან წლებში განასახიერა საიდუმლო აგენტის, მაიკ ბეინიგის როლი მოქმედებითი-თრილერის ჟანრის ტრილოგიაში — „ოლიმპის დაცემა“, „ლონდონის დაცემა“ და „ანგელოზის დაცემა“. 2011 წელს შეასრულა სამხედრო ლიდერის, ტულუს აუფიდუსის როლი ფილმში „კორიოლანი“, რომელიც წარმოადგენს უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიის თანამედროვე კინოადაპტაციას. იმავე წელს მონაწილეობდა ფილმში „მოქადაგე იარაღით“.[10][11]
ფილმოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gerard Butler Biography (1969-). FilmReference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 7 August 2016.
- ↑ 300 Things We Didn't Know About Gerard Butler. Esquire.com (13 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2010. ციტირების თარიღი: 9 June 2010.
- ↑ Fox, Chloe (20 July 2009). „Gerard Butler interview for The Ugly Truth“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 16 November 2010.
- ↑ Gerard Butler in Wrath Of Gods (15 March 2010). ციტირების თარიღი: 24 April 2010.
- ↑ Drawn Together: Gerard Butler & Craig Ferguson. Cineplex Movie Blog (15 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2010. ციტირების თარიღი: 24 April 2010.
- ↑ Daily News.Gerard Butler breaks the mold დაარქივებული 4 March 2010 საიტზე Wayback Machine. "
- ↑ Fox, Chloe (20 July 2009). „Gerard Butler interview for The Ugly Truth“. Daily Telegraph. Telegraph Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2010.
- ↑ Gerard Butler Biography : People. People. Time Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
- ↑ The Sony Ericsson Empire Awards 2008. Empire Online. Bauer Media Group. ციტირების თარიღი: 1 April 2015.
- ↑ The Actors: Gerard Butler, 'Machine Gun Preacher'. Los Angeles Times. Tribune Publishing (4 September 2011). ციტირების თარიღი: 1 April 2015.
- ↑ Machine Gun Preacher: Review. The Daily Telegraph. Telegraph Media Group (2 November 2011). ციტირების თარიღი: 1 April 2015.