ჯენიფერ დუდნა
ჯენიფერ ენ დუდნა (ინგლ. Jennifer Anne Doudna; დ. 19 თებერვალი, 1964, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი, გენომიკის მკვლევარი. 2012 წელს ფრანგ მიკრობიოლოგ ემანუელ შარპენტიესთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[48]
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯენიფერ დუდნა 1964 წელს დაიბადა ვაშინგტონში. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ჰავაიზე გაატარა. 1985 წელს ქიმიის მიმართულებით დაამთავრა პომონას კოლეჯი კალიფორნიაში და სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. იქ დუდნა ბიოქიმიკოს და გენეტიკოს ჯეკ შოსტაკთან (ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში, 2009) მუშაობდა და 1989 წელს დაასრულა დოქტურანტურა ბიოქიმიაში. დოქტურანტურის შემდგომი ეტაპი კოლორადოს უნივერსიტეტში გაიარა ტომას შეკის (ნობელის პრემია ქიმიაში, 1989) ხელმძღვანელობით და 1994 წელს იელის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1997 წლიდან დუდნა ასევე არის ცნობილი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ჰოვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარი. 2002 წელს იელიდან გადავიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის პოზიცია მიიღო.[48] 2018 წლიდან არის გლადსტოუნის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი და სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.[49] დუდნას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება. დუდნა დაქორწინებულია ქიმიკოს ჯემი კეიტზე და ჰყავს ერთი ვაჟიშვილი.[50]
CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა
რედაქტირებაკარიერის დასაწყისში დუდნა რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) მოლეკული სამგანზომილიანი სტრუქტურის დადგენაზე მუშაობდა, შემდეგ იკვლევდა ზოგიერთი მცირე ზომის რნმ-ის მიერ გენეტიკური ინფორმაციის კონტროლის საკითხს და დაინტერესდა დნმ მოლეკულის მოკლე პალინდრომული განმეორებებით (CRISPR). CRISPR ბაქტერიის და არქეების იმუნური სისტემის ნაწილია. ის წარმოიქმნება ამ მიკროორგანიზმებში შეჭრილი ვირუსის — ბაქტერიოფაგის რნმ ფრაგმენტებიდან, რომელიც ჩანერგილია მასპინძელი ორგანიზმის დნმ-ის მოლეკულის მოკლე მონაკვეთებს შორის სივრცეებში, ე.წ. სპეისერებში. ვირუსით ბაქტერიის განმეორებითი ინფიცირებისას სპეისერის დნმ გარდაიქმნება რნმ-ად. ფერმენტი Cas9 და რნმ მეორე მოლეკულა უკავშირდება ახალკოდირებულ რნმ-ს და ახდენს შემოჭრილი ვირუსის რნმ სტრუქტურის შესაბამისი თანმიმდევრობების იდენტიფიცირებას. ამის შემდეგ Cas9 არღვევს ვირუსული დნმ სტრუქტურას და ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას (რეპლიკაციას).[48] ეს მექანიზმი წააგავს ბაქტერიის მიერ ვირუსული დნმ-ის საკუთარ გენებში ფოტოებივით შენახვას. ეს „ფოტოები“ შემომტევი ვირუსის ამოსაცნობად გამოიყენება. თუკი დაბრუნებული თავდამსხმელის გენური სტრუქტურა შენახულ „ფოტოსურათს“ შეესაბამება, Cas9 ფერმენტები ვირუსის დნმ-ს შლის და უვნებელ ნაწილაკებად აქცევს.[51]
2012 წელს ჯენიფერ დუდნამ და ემანუელ შარპენტიემ აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია რნმ-ის თანმიმდევრობების იმგვარად შეცვლა, რომ Cas9 ფერმენტები მიმართული იყოს დნმ-ის მოლეკულის ზუსტად განსაზღვრული უბნების დასაზიანებლად. ამ აღმოჩენას გენურ ინჟინერიაში გადატრიალების ეფექტი ჰქონდა. გაჩნდა ადამიანის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარების შესაძლებლობა. თუმცა ადამიანში გენური ინჟინერიის გამოყენებასთან დაკავშირებული მორალური და ეთიკური პრობლემების გამო 2015 წელს დუდნამ დაიწყო მუშაობა ადამიანის გენომური რედაქტირების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების მოწოდებით და თავის კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ადამიანის ჩანასახის გენომის მოდიფიცირების წინააღმდეგ საგანგებო ღონისძიებების ჩარჩო პრინციპები. მიუხედავად ამისა, იმავე წლის აპრილში ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით ადამიანის ემბრიონის გენომის მოდიფიცირების საკუთარი შედეგები.[48]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 Marino M. Biography of Jennifer A. Doudna // Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. / M. R. Berenbaum — [Washington, etc.], USA: National Academy of Sciences [etc.], 2004. — Vol. 101, Iss. 49. — P. 16987–16989. — ISSN 0027-8424; 1091-6490 — doi:10.1073/PNAS.0408147101
- ↑ https://vcresearch.berkeley.edu/faculty/jennifer-doudna
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2/L63
- ↑ PREMIO PRINCESA DE ASTURIASDE INVESTIGACIÓN CIENTÍFICA Y TÉCNICA 2015
- ↑ Laureates
- ↑ Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences Announced — Breakthrough Prize in Life Sciences, 2014.
- ↑ Emmanuelle Charpentier, Ph.D. and Jennifer Doudna, Ph.D. — დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის.
- ↑ Jennifer Doudna, Ph.D., and Emmanuelle Charpentier, Ph.D., Win 2014 Dr. Paul Janssen Award for Biomedical Research — Johnson & Johnson, 2014.
- ↑ 2015 Genetics Prize Jennifer Doudna — Gruber Foundation.
- ↑ Gruber Foundation honors excellence in neuroscience, cosmology, and genetics // Yale Daily Bulletin — იელის უნივერსიტეტი, 2015.
- ↑ Paul Ehrlich and Ludwig Darmstaedter Prize for E. Charpentier an J.A. Doudna
- ↑ 2016 Dickson Prize Winner — University of Pittsburgh.
- ↑ Jennifer Doudna — Gairdner Foundation.
- ↑ Jennifer Doudna — ნიდერლანდების სამეფო მეცნიერებათა აკადემია.
- ↑ Massry winners helped launch gene editing revolution
- ↑ Taiwan’s Tang Prizes awarded to Doudna, Rosenfeld — კალიფორნიის უნივერსიტეტი, 2016.
- ↑ 2016 L’Oréal-UNESCO For Women in Science Awards — UNESCO.
- ↑ Jennifer Doudna — BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო.
- ↑ NSF Honors Yale Biochemist Jennifer Doudna with the Alan T. Waterman Award — National Science Foundation, 2000.
- ↑ Gabbay Award honors researchers who developed groundbreaking genomic tool — ბრანდეისის უნივერსიტეტი, 2014.
- ↑ FNIH Awards Lurie Prize to Jennifer Doudna — Foundation for the National Institutes of Health, 2014.
- ↑ Jennifer Doudna
- ↑ Jennifer A. Doudna
- ↑ Jennifer Doudna — Royal Society.
- ↑ Doudna awarded Japan Prize for invention of CRISPR gene editing — კალიფორნიის უნივერსიტეტი, 2017.
- ↑ The Award of "Scientific Heroines” Honors Dr. Jennifer Doudna // Genetic engineering & biotechnology news — 2018. — ISSN 1935-472X; 1937-8661
- ↑ Jennifer Doudna winsnew Mildred Cohn award
- ↑ NAS Award in Chemical Sciences
- ↑ JENNIFER A. DOUDNA, PHD — American Association for Cancer Research.
- ↑ Jennifer Doudna awarded 2020 Wolf Prize in Medicine — კალიფორნიის უნივერსიტეტი, 2020.
- ↑ 2020 Wolf Prize were announced — Wolf Foundation, 2020.
- ↑ https://www.chem.tamu.edu/medals+lectureships/cotton-medal/Cotton-Medal.php
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2020: Genetic scissors: a tool for rewriting the code of life — Royal Swedish Academy of Sciences, 2020.
- ↑ Dr. Jennifer A. Doudna, PhD — Arnold and Mabel Beckman Foundation.
- ↑ Eli Lilly Award in Biological Chemistry
- ↑ Emmanuelle Charpentier & Jennifer Doudna // Time / N. Gibbs — NYC: Time Inc., 2015. — ISSN 0040-781X; 2169-1665
- ↑ Vanderbilt Prize in Biomedical Science — Vanderbilt University Medical Center.
- ↑ UC Berkeley’s Doudna named to receive Vanderbilt Prize — Vanderbilt University Medical Center, 2020.
- ↑ https://onlinelibrary.wiley.com/page/journal/10970282/homepage/murray_goodman_memorial_prize.htm
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ Fellows Directory
- ↑ https://royalsociety.org/news/2016/04/new-fellows-2016/
- ↑ https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/doudna-jennifer-a/
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/2011-recent.html
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
- ↑ 48.0 48.1 48.2 48.3 Jennifer Doudna. Encyclopaedia Britannica. ნანახია 7 მარტი, 2020.
- ↑ Marino, M. (2004). „Biography of Jennifer A. Doudna“. Proceedings of the National Academy of Sciences. 101 (49): 16987–9. Bibcode:2004PNAS..10116987M. doi:10.1073/pnas.0408147101. PMC 535403. PMID 15574498.
- ↑ Russell, Sabin. Cracking the Code: Jennifer Doudna and Her Amazing Molecular Scissors. Cal Alumni Association (2014-12-08). ციტირების თარიღი: 7 მარტი 2020.
- ↑ კინქეიდი, ელი; ტინდერა, მიქელა. გენის ჰაკერები. «Forbes Georgia», 4 ივლისი, 2019.