ჯემალ გოკიელი
ჯემალ ივანეს ძე გოკიელი (დ. 4 აგვისტო, 1920, ქუთაისი — გ. 14 აპრილი, 1991, თბილისი) — ქართველი დირიჟორი და პედაგოგი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
ჯემალ გოკიელი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1920 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 14 აპრილი, 1991 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა |
დირიჟორი პედაგოგი |
აქტიური | 1944-1991 |
ჯემალ გოკიელი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ივანე გოკიელის ოჯახში. მუსიკის ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა: ბავშვობაში ხშირად უკრავდა ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის ორგანზე. შემდეგ სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა მუსიკალურ სასწავლებელში, გამოჩენილ პედაგოგ ანა თულაშვილთან. 1943 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით (ოდისეი დიმიტრიადის, გრიგორი სტოლიაროვისა და ალექსანდრე გაუკის კლასები, 1937 წლამდე ერთხანს, ვგენი მიქელაძის კლასშიც მეცადინეობდა). რეპერტუარში ჰქონდა მსოფლიოს კლასიკური და ქართული მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. იყო ქართველ კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. ავტორია მრავალი საორკესტრო ტრანსკრიფციისა. 1956-1985 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ზაირა შალვას ასული დიდებულიძე (დ. 19 თებერვალი, 1933, ოჩამჩირე — გ. 3 სექტემბერი, 1993, თბილისი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 107, თბ., 1994
- ტორაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 81-82.