სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თულაშვილი.

ანა ივანეს ასული თულაშვილი (დ. 24 თებერვალი, 1874, თბილისი — გ. 27 მაისი, 1956, იქვე) — ქართველი პიანისტი, პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), ალოიზ მიზანდარის მოწაფე.

ტფილისის სამუსიკო სასწავლებელი. ცენტრში - დირექტორი ნ. ნიკოლაევი და პიანისტი ანა თულაშვილი. 1910 წ.

ბიოგრაფია რედაქტირება

1894-იდან სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში პროფესორ ლ. დიმერთან. 1903 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მონაწილეობდა კონცერტებში. 1917 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1925-იდან - პროფესორი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი). თულაშვილმა მცირეწლოვანთათვის გამოიგონა „საბავშვო პედალი“ (1929). მოწაფეები: რ. კერერი, მ. როგოვსკაია, თ. ამირეჯიბი, ე. ექსანიშვილი, მ. მაჭუტაძე, გ. ქავთარაძე, ვ. შიუკაშვილი, მ. ჩხეიძე, ო. ბარამიშვილი და სხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ექსანიშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 8.
  • ექსანიშვილი ე., ანა თულაშვილი, «საბჭოთა ხელოვნება», 1976, № 3;
  • ვაჩნაძე მ., ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიიდან, თბ., 1973;
  • კილაძე ნ., ანა თულაშვილი, «საბჭოთა ხელოვნება», 1969, № 1.