ჯეკფრუტი, ინდური პურის ხე (ლათ. Artocarpus heterophyllus) — მარადმწვანე მერქნიანი მცენარე თუთისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 10–20 მ, ღეროს დიამეტრი 30–80 სმ. ზოგჯერ ქმნის ფიცრისებრ ფესვს. მთლიანი ფოთლები აქვს. ნაყოფის წონა 55 კგ, სიგრძე 90 სმ, დიამეტრი 50 სმ. ზრდადასრულებული ხე წელიწადში დაახლოებით 200-დან 500-მდე ნაყოფს იძლევა.[1]

ჯეკფრუტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Artocarpus heterophyllus

ნაყოფედს პირდაპირ ღეროზე ისხამს. დამწიფებული ნაყოფი ტკბილია და ჩვეულებრივ, დესერტად ხმარობენ. დაკონსერვებულ მწვანე ჯეკფრუტს აქვს რბილი გემო და ხორცისებრი ტექსტურა, რის გამოც მას „მცენარეულ ხორცს“ უწოდებენ. ჯეკფრუტი ჩვეულებრივ, გამოიყენება სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სამზარეულოში. საყოველთაოდ არის ხელმისაწვდომი დაკონსერვებული და გაყინული სახით. მისი სამშობლოა სამხრეთი ინდოეთი.[2]

ფართოდ არის კულტივირებული მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებში, მათ შორის ინდოეთში, ბანგლადეშში, შრი-ლანკასა და ფილიპინების, ინდონეზიისა და მალაიზიის წვიმის ტყეებში. ჯეკფრუტი ბანგლადეშის და ინდოეთის კერალის შტატის ეროვნული მცენარეა.[3]

  1. Morton, Julia F. Fruits of Warm Climates. Creative Resources Systems, Inc. 1987. pp. 58-63.
  2. Morton, J. F., 1987. Jackfruit (Artocarpus heterophyllus). In: Fruits of warm climates, Miami, FL, 58-64
  3. "Jackfruit – National Fruit of Bangladesh" By Bangladesh.com. Retrieved 5 April 2021