ჯეინ ჰინტონი (ინგლ. Jane Hinton, დ. 1 მაისი, 1919 — გ. 9 აპრილი, 2002) — სწავლობდა ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობას. იყო ერთ-ერთი პირველი ორი აფროამერიკელი ქალიდან, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ვეტერინარიაში (1949). სანამ პენსილვანიაში ვეტერინარულ მედიცინას შეისწავლიდა, მუშაობდა ჰარვარდში ლაბორანტად, დაკავებული იყო აგარ-მიულერ-ჰინტონის კულტივირების საშუალების შემუშავებით, რომელიც ახლა ფართოდ გამოიყენება ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის შესამოწმებლად. მოგვიანებით იგი მუშაობდა მცირე ზომის ცხოველების ვეტერინარად მასაჩუსეტში, შემდეგ კი — ფედერალური მთავრობის ინსპექტორად. [2] მისი მამა — უილიამ ოგასტეს ჰინტონი, მიკრობიოლოგი და ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი აფრო-ამერიკელი პროფესორი.

ჯეინ ჰინტონი
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1919(1919-05-01)[1]
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 2003(2003-04-09)[1] (83 წლის)
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მეცნიერი და ვეტერინარი[1]
მუშაობის ადგილი United States Department of Agriculture[1]
ალმა-მატერი პენსილვანიის უნივერსიტეტი[1] და Simmons University[1]
მამა William Augustus Hinton[1]
გავლენა მოახდინეს

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჯეინ ჰინტონი დაიბადა 1919 წლის 1 მაისს. მისი მამა, ყოფილი მონების შვილი, უილიამ ოგასტეს ჰინტონი (1883–1959), იყო ბაქტერიოლოგი და პათოლოგი, სიფილისის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ექსპერტი. მუშაობდა სიფილისის ტესტების შემუშავებაზე. ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი აფროამერიკელი პროფესორი და პირველი აფრო-ამერიკელი სახელმძღვანელოების ავტორი. ბოსტონში გაბატონებულმა რასიზმიმა საშუალება არ მისცა, გაევლო სამედიცინო სტაჟირება, ამიტომ ლაბორატორიული მედიცინით დაკავდა. ჯეინ ჰინტონის დედა იყო ადა (დ. 1878), საშუალო სკოლის მასწავლებელი და სოციალური მუშაკი, რომელიც დაიბადა ჯორჯიაში. უილიამი და ადა დაქორწინდნენ 1909 წელს და შეეძინათ ორი ქალიშვილი, ჯეინი და ენ ჰინტონ ჯონსი. [3] ჯეინ ჰინტონმა ბაკალავრის ხარისხი 20 წლის ასაკში მიიღო სიმონსის კოლეჯში 1939 წელს.

1931 წელს ჰინტონის მამამ შეიმუშავა "სამედიცინო ლაბორატორიული მეთოდოლოგიის" კურსი, რომელზეც ქალებიც დაიშვებოდნენ თუმცა იმ დროს ეს პროფესია ზოგადად დახურული იყო ქალებისთვის. [4] ჯეინ ჰინტონი მუშაობდა ჰარვარდის ლაბორატორიებში იმ დროს, როდესაც მან და ჯონ ჰოვარდ მიულერმა შეიმუშავეს მიულერ-ჰინტონის აგარი. აგარი წარმოადგენდა ნეისერის ბაქტერიის გამოსაყოფად შემუშავებულ გარემოს გარემოს, რომელიც იწვევს გონორეას და მენინგოკოკურ ინფექციას. მიულერმა და ჰინტონმა დაადგინეს, რომ აგარში შემავალი სახამებელი ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და ბაქტერიულ ტოქსინებს ხელს არ უშლის ანტიბიოტიკების ტესტირებაში. ის გახდა ნეისერების ზრდისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მკვებავი გარემო. 1960-იან წლებში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა მისი სარგებლიანობა ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის დასადგენად. [5] კლინიკური და ლაბორატორიული სტანდარტების ინსტიტუტმა, რომელიც ადგენს საუკეთესო საერთაშორისო ლაბორატორიულ ნორმებს, [6] მიიღო კირბი-ბაუერის მეთოდი მიულერ-ჰინტონის აგარის გამოყენებით ანტიბიოტიკების ტესტირების ოქროს სტანდარტის სახით.

 
Burkholderia pseudomallei კოლონიები Mueller-Hinton agar-ზე 72-საათიანი ინკუბაციის შემდეგ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰინტონი ასევე მუშაობდა ლაბორანტად არიზონაში. [7] ომის შემდეგ ჰინტონი სწავლობდა ვეტერინარულ მედიცინას პენსილვანიის უნივერსიტეტში, 1949 წელს მიიღო ვეტერინარიის მედიცინის დოქტორის ხარისხი (VMD). მან და ალფრედ ჯონსონ ვებმა იმავე წელს დაამთავრეს ტუსკეგის ინსტიტუტი (ახლანდელი Tuskegee University ) და მიიღეს VMD დიპლომები. ისინი იყვნენ პირველი აფროამერიკელი ქალი ვეტერინარები. სანამ ჰინტონი ხარისხს მიიღებდა, პენსილვანიის უნივერსიტეტში იყო მხოლოდ ოთხი აფრო-ამერიკელი VMD კურსდამთავრებული. (მერე1968 წლამდე აღარ ყოფილა). [8] ჰინტონი და ვები ასევე იყვნენ ქალთა ვეტერინარული სამედიცინო ასოციაციის პირველი აფრო-ამერიკელი წევრები.

ხარისხის მიღების შემდეგ, ჰინტონი მუშაობდა პატარა ცხოველების ვეტერინარად კანტონში, მასაჩუსეტსი, შემდეგ კი ფედერალური მთავრობის ინსპექტორად ფრემინგემში, მასაჩუსეტსი.

ჯეინ ჰინტონი და პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის პირველი აფრო-ამერიკელი კურსდამთავრებული ჯონ ტეილორი სკოლის ასი წლის იუბილეზე 1984 წელს დააჯილდოვა უმცირესობის სტუდენტ-ვეტერინართა ასოციაციამ. [9]

ჯეინ ჰინტონი გარდაიცვალა 2003 წლის 9 აპრილს. [10]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 https://www.blackpast.org/african-american-history/jane-hinton-1919-2003/
  2. Handy African American history answer book. ციტირების თარიღი: 2017-02-26. 
  3. „Dr. William A. Hinton dies; led fight against syphilis“. St. Louis Post-Dispatch. 1959-08-09. p. 8. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  4. Bloomberg, Robert (2015). Tufts Medical Center. 
  5. Product Information and Quality Control Sheet: Mueller Hinton Agar. ციტირების თარიღი: 2017-02-26
  6. Calidas, D.. (2017-10-13) How Jane Hinton cultivated gonorrhea and saved us from antibiotic resistant bugs en. ციტირების თარიღი: 2020-06-10
  7. Celebrating Black History Month. Michigan State University. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  8. Horizons Unlimited - The years 1952-1973. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-16. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  9. „Centennial Year Affairs“. Bellwether. 1 (12). University of Pennsylvania. Summer 1984. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  10. „Deaths“. Bellwether. 1 (56). University of Pennsylvania. Spring 2003.