ჯეიმზ პისი

შოტლანდიელი კომპოზიტორი, პიანისტი და ვიზუალური არტისტი

კენეთი ჯეიმზ პისი (ინგლ. K. James Peace; დ. 28 სექტემბერი, 1963, პეიზლი, შოტლანდია) — შოტლანდიელი კომპოზიტორი, პიანისტი და ვიზუალური არტისტი.

ჯეიმზ პისი

ჯეიმზ პისი ვისბადენში, თავის სახლში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1963 (1963-09-28) (61 წლის)
დაბ. ადგილი პეიზლი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა კომპოზიტორი
პიანისტი
ვიზუალური არტისტი
ჯეიმზ პისი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

კ. ჯეიმზ პისი დაიბადა პეიზლიში (შოტლანდია) 1963 წლის 28 სექტემბერს. მან ბავშვობის უმეტესი ნაწილი შოტლანდიის დასავლეთში, ზღვისპირა კურორტ ჰელენსბურგში გაატარა. მის ოჯახში ბევრი ხელოვანი იყო (მაგალითად, ჯონ მაკგი). ის ასევე ენათესავება ფელიქს ბარნსს, მსუბუქი საცეკვაო მუსიკის გამოჩენილ კომპოზიტორს, რომელიც მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მან ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული დაიწყო რვა წლის ასაკში და საჯაროდ პირველად თოთხმეტი წლის ასაკში შეასრულა კომპოზიტორ სკოტ ჯოპლინის მუსიკალური ნაწარმოები. თხუთმეტი წლის ასაკში დაინიშნა ორღანისტად დამბარტონის წმ. ენდრიუსის ტაძარში [1][2] და თექვსმეტი წლის ასაკში მოიპოვა სწავლის უფლება გლაზგოში, შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიაში (ამჟამად ეწოდება შოტლანდიის სამეფო კონსერვატორია)[3] და გახდა ყველაზე ახალგაზრდა სრული კურსის სტუდენტი.[4]

1983 წელს დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მუსიკის პედაგოგისა და შემსრულებლის განხრით (ფორტეპიანო).[1] 1984 წელს მან შეასრულა მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტი #1 შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიის ორკესტრთან ერთად, რისთვისაც შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიამ მიანიჭა უმაღლესი ხარისხის დიპლომი.[2] სწავლის დამთავრების შემდეგ ის დიდი წარმატებით სარგებლობდა როგორც დამოუკიდებელი პიანისტი. 1988 წელს გახდა ედინბურგში ლონდონ როუდ ტაძრის ორღანისტი და ქორმაისტერი.

1991 წლიდან ჯეიმზი ცხოვრობდა გერმანიის ქალაქ ბად ნაუჰაიმში.[4] 1998 წლიდან მან დაიწყო ტანგოს შესწავლა. 2001 წელს გამოუშვა დისკი Tango escocés (შოტლანდიური ტანგო), რომელშიც შევიდა ტანგოთი შთაგონებული მისი ნაწარმოებები.[5][6] ვიქტორიას კონსერვატორიამ იგი აირჩია თავის წევრად კომპოზიციის დარგში.[7] 2002 წელს იგი გაემგზავრა ტურნეებში: ჩრდილოეთ გერმანიაში - სექტემბერში და შორეულ აღმოსავლეთში - ოქტომბერ-ნოემბერში. ჰონგ-კონგში მან პირველად შეასრულა თავისი ტანგო XVII. ტოკიოში საფორტეპიანო დუეტების საერთაშორისო ასოციაციამ მას გადასცა სპეციალური პრიზი - პირველი ხარისხის სამახსოვრო მედალი.[8]

მომდევნო წლებში მისი საკონცერტო მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ევროპასთან. 2004 წელს მან სოლო საკონცერტო ტური გამართა სკანდინავიაში: ჯეიმზმა პირველად შეასრულა თავისი ტანგო XX რეიკიავიკში[9] და თავისი ტანგო IXX ოსლოში. ოთხი წლის შემდეგ ლონდონის კონსერვატორიამ აირჩია თავის წევრად ტანგოში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად.[7]

ედინბურგში გატარებული ხანმოკლე დროის შემდეგ ის 2010 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა გერმანიაში, ვისბადენში, რამაც მას ახალი შემოქმედებითი შთაგონება მიანიჭა.[3] მან გადაიღო თავისი რამდენიმე ნაწარმოების მოკლემეტრაჟიანი ფილმები. დოკუმენტური ფილმი „კ. ჯეიმზ პისი ვისბადენში“ სწორედ ამ ჟანრის ნამუშევრებს მიეკუთვნება.[10]

2013 წელს მან პირველად გააცნო თავისი მუსიკა ესპანეთის საზოგადოებას. მისი ტანგო XXII-ის პრემიერა შედგა მადრიდში, მის 50 წლის იუბილეზე.

მან თავისი ბოლო ტანგო (ტანგო XXIV) პირველად შეასრულა ჰელსინკიში, 2014 წელს ფინეთში გასტროლების დროს. მისი მუსიკა შესრულდა აგრეთვე ტამპერეში, ლაჰტისა და  ტურკუში.

ამის შემდეგ მან 2016 წელს სოლო ტურნეები გამართა ბელგიაში, პორტუგალიასა და საბერძნეთში, 2017 წელს ჰოლანდიაში.

მთავარი ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება
  • დანბარტონშირის E.I.S. პრიზი საფორტეპიანო თანხლებისათვის (პირველი პრიზი), 1984
  • სიბელიუსის ესეს პრიზი (პირველი პრემია), 1985[2]
  • TIM-ის კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურსი, რომი (დიპლომი თავისი პირველი ორი ტანგოსათვის), 2000
  • IBLA-ს ფონდი, ნიუ-იორკი (დიპლომი თავისი ტანგოებისთვის, თხზ. 26), 2002
  • საფორტეპიანო დუეტების საერთაშორისო ასოციაცია, ტოკიო (სამახსოვრო მედალი - პირველი ხარისხი), 2002[11]
  • ლუტეციის საერთაშორისო აკადემია, პარიზი (ოქროს მედალი თავისი ტანგოებისთვის, თხზ. 33), 2005[7]

რჩეული ნაწარმოებების სია

რედაქტირება
  1. ჩანჩქერი თხზ. 3 ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის
  2. იდილია თხზ. 4 ინგლისური ბუკისათვის
  3. განთიადის სერენადა თხზ. 9 ინგლისური ბუკისა და სიმებიანი ორკესტრისთვის
  4. ჩუმი ცრემლები თხზ. 10 ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
  5. დავიწყებული ფოთლები თხზ. 12 ჩელოსა და ორკესტრისთვის
  6. ჰობოის სონატა თხზ. 16 ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის
  7. სიმფონიური ბალადა თხზ. 18 ორკესტრისათვის
  8. საზეიმო მარში #1 თხზ. 19 ორღანისა და ორკესტრისათვის
  9. საზეიმო მარში #2 თხზ. 23 ორკესტრისთვის
  10. ოქროს შემოდგომა თხზ. 25 კლარნეტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის[12]
  11. მარადიული სიმღერა თხზ. 32 სოპრანოსა და ორკესტრისათვის
  12. 24 ტანგო ფორტეპიანოსათვის[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მანფრედ მერცი, "რომანტიზმის ვირტუოზული, მგრძნობიარე სამყარო" - გაზეთი "Wetterauer Zeitung", 1992, #264, გვ. 19
  2. 2.0 2.1 2.2 გ. მიულერი, "ფორტეპიანოს სული ტანგოს ცეკვავს" - გაზეთი "Kulturspiegel Wetterau", 2001, გვ. 5
  3. 3.0 3.1 ბრიჟიტ ლამპარტი, " 'უხეში' ხმების გარეშე" - გაზეთი "Wiesbadener Tagblatt", 2011
  4. 4.0 4.1 საბინე კლაინი, "ჩემი მუსიკა მე მგავს - ძალიან რომანტიკულია" - გაზეთი "Frankfurter Rundschau", 1992, #254, გვ. 2
  5. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, "Tango escocés = Scottish tango"
  6. შოტლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა, Tango Escocés
  7. 7.0 7.1 7.2 ჯულია ანდერტონი, "ტანგო, როგორც ტკბილი და სევდიანი ამბავი" - გაზეთი "Wiesbadener Kurier", 2012
  8. კლაუს ჯ. ფრამი, "ჯეიმზ პისი" - ჟურნალი "FRIZZ", 2004, გვ. 5
  9. Skozkir slaghörputangóar, 2004 (სტატია ისლანდიაში გამართული კონცერტის შესახებ)
  10. შოტლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა, კ. ჯეიმზ პისი ვისბადენში, 2011
  11. International Piano Duo Association, Composition section, Prize winners
  12. "ვიოლინოს ბგერები ლივლივებს ორკესტრის ხმოვანების ფონზე" - გაზეთი "Schwäbische Post", 1994
  13. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, მოკლედ ჯეიმზ პისის შესახებ