ჯეიმზ დენა

ამერიკელი გეოლოგი, მინერალოგი და ზოოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმზ დანა)

ჯეიმზ დენა (ინგლ. James Dwight Dana; დ. 12 თებერვალი, 1813, იუტიკა, ნიუ-იორკის შტატი — გ. 14 აპრილი 1895, ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი, მინერალოგი და ზოოლოგი. XIX საუკუნის გეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ჯეიმზ დენა
ინგლ. James Dwight Dana
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1813(1813-02-12)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი იუტიკა[5]
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1895(1895-04-14)[3] [4] [5] (82 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი[5]
დასაფლავებულია გრუვ-სტრიტის სასაფლაო[7]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა გეოლოგი, მკვლევარი, ზოოლოგი, carcinologist, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Yale College
დედა Harriet Dwight
შვილ(ებ)ი ედუარდ სალისბერი დანა[8]
ჯილდოები კოპლის მედალი[9] , კლარკის მედალი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და უოლასტონის მედალი[11]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1833 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. იყო ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალოგიის პროფესორი (1855-1892). 1837 წელს შეიმუშავა მინერალთა ქიმიური კლასიფიკაცია. 1873 წელს შემოიღო ტერმინები „გეოსინკლინი“ და „გეოანტიკლინი“. დენას აზრით, დედამიწის ქერქში დიდი როფები და ნაოჭები წარმოიქმნება დედამიწის გაცივების შედეგად მისი შეკუმშვისა და ქერქის შეჭმუჭნის გამო.

დენა, თვლიდა რომ ოკეანის ფსკერი იძირება და აწვება ხმელეთს, რის შედეგადაც კონტინენტის სანაპიროს გასწვრივ წარმოიქმნება როფები (გეოსინკლინები), სადაც გროვდება სქელი დანალექი წყებები, და აზევებები (გეოანტიკლინები). ქერქის შემდგომი შეკუმშვის შედეგად დანალექი წყებები განიცდის დანაოჭებას, აზევებას და წარმოიქმნება მთათა სისტემები. დენას აზრით, ორგანული სამყაროს ევოლუცია ორგანიზმების ნერვული სისტემის გართულების გზით ხდება.

მისი მეტად ცნობილი ნაშრომებია „მინერალოგიის სისტემა“ (1837), „მინერალოგიის სახელმძღვანელო“ (1848) და „გეოლოგიის სახელმძღვანელო“ (1863).

თხზულება

რედაქტირება
  • System of mineralogy, N.Y.-L.,1844; в рус. пер.: Система минералогии, т. 1—3, М., 1950—66.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Waage K. M. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 www.accademiadellescienze.it
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Find a Grave — 1996.
  8. Дана, Эдвард Солсбери // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. X. — С. 70.
  9. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  10. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 91.
  11. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal