ჯეიმზ ბოლდუინი (ინგლ. James Baldwin; დ. 2 აგვისტო, 1924, ნიუ-იორკი — გ. 1 დეკემბერი, 1987, სენ-პოლ-დე-ვანსი) — ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი. შავკანიანთა უფლებებისათვის აქტიური მებრძოლი. 1946-1956 წლებში ცხოვრობდა ევროპაში. რომანებში „წადით, ეს მთიდან აუწყეთ“ (1953), „ჯოვანის ოთახი“ (1956), „სხვა ქვეყანა“ (1962) ასახავს შავკანიანთა ბრძოლას თავისუფლებისათვის, პიროვნების ბედს თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. ბოლდუინის პუბლიცისტური ნაწერებიდან აღსანიშნავია „ამერიკის მკვიდრის შენიშვნები“ (1955), „ჩემი სახელი არავინ უწყის“ (1962), „ხვალ კი ხანძარი“ (1963), ავტორია აგრეთვე დრამისა „ბლიუზი მისტერ ჩარლისთვის“ (1963), მოთხრობების კრებულისა „კაცის სანახავად წასვლა“ (1965), რომანებისა „მითხარ, რამდენი ხანია გავიდა მატარებელი“ (1968), „ბიილსტრიტს რომ ენა ჰქონოდა“ (1974), გახმაურებული პუბლიცისტური წიგნისა „არა იყოს სახელი მისი პირსა ზედა გარეგანსა“ (1972) და სხვა. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ ბოლდუინმა პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვა ამერიკა.

ჯეიმზ ბოლდუინი
ინგლ. James Baldwin
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1924(1924-08-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ჰარლემი[11]
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1987(1987-12-01)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [12] [9] [13] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი სენ-პოლ-დე-ვანსი[11]
დასაფლავებულია ფერნკლიფის სასაფლაო[14] [11]
საქმიანობა პოეტი, რომანისტი, დრამატურგი[15] [13] , ადამიანების უფლებადამცველი, ესეისტი, სოციალური კრიტიკოსი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და ნოველისტი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება აფრო-ამერიკელები[15] [16]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ახალი სკოლა, ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დევიტ კლინტონის უმაღლესი სკოლა
ჟანრი მოთხრობა და ესე
Magnum opus Go Tell It on the Mountain, Giovanni's Room და Notes of a Native Son
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[17] , ჯორჯ პოლკის პრემია, ლენგსტონ ჰიუზის მედალი[18] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, VH1 Trailblazer Honors და honorary doctorate from the University of Nice-Sophia Antipolis[11]
მეუღლე

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 https://www.saint-pauldevence.com/histoire-patrimoine/ils-ont-marque-saint-paul-de-vence/james-baldwin/
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
  14. Find a Grave — 1996.
  15. 15.0 15.1 Emmanuel Nelson and Emmanuel S. Nelson African American Dramatists : An A-to-Z GuideABC-CLIO, 2004. — ISBN 978-0-313-32233-4, 978-0-313-05289-7
  16. BlackPast.org — 2004.
  17. Guggenheim Fellows database
  18. https://www.ccny.cuny.edu/lhf/medallion-recipients