ჯარი და ერი
„ჯარი და ერი“ — ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა. სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე, ივანე ქუთათელაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს. ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები, მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილაქაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 543.