ზაქარია ყიფშიძე
ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე (დ. 22 მარტი, 1873 — გ. 1943) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1920).
დაამთავრა მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. იყო პოდპორუჩიკი (1894), პორუჩიკი (1898), შტაბს-კაპიტანი (1902), კაპიტანი (1906). დაამთავრა საინტენდანტო კურსები პირველი თანრიგით. პოდპოლკოვნიკი (1911). კავკასიის მსროლელთა I ბრიგადის ინტენდანტი. ამავე პოზიციაზე იყო I მსოფლიო ომის დროს. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება (წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1906) და II, წმ. ანას III (1909) და II (1916), წმ. ვლადიმერის IV (1915) და III (1917) ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1920). იყო გენერალური შტაბის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი. 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 471.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 44, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაქარია ყიფშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზაქარია ყიფშიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- Кипшидзе Захарий. «Памяти героев Великой войны 1914–1918».