ივანე ქუთათელაძე
ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე (დ. თებერვალი 1883, ივანდიდი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო ბეითალი (ვეტერინარი-ექიმი), 1922-1923 წლებში ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]
აზნაური. I მსოფლიო ომამდე (1914-1918) ვეტერინარად მსახურობდა ყარსის 26-ე სასაზღვრო ბრიგადაში, ომის წლებში — კავკასიის არმიაში. ჰქონდა კოლეგიის ასესორის წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1915), წმ. ანას II (1916) და III (1917) ხარისხების ორდენებით. 1917 წელს თბილისში დაბრუნდა, შემდეგ მსახურობდა ექიმად საქართველოს ჯარის მე-2 საარტილერიო ბრიგადაში. თადარიგში გასვლის შემდეგ, 1921 წლის მაისამდე იყო საქართველოს არმიის ვეტერინარული სამმართველოს ხელმძღვანელი, თანამშრომლობდა ჟურნალში „ჯარი და ერი“, შემდეგ ეწეოდა კერძო პრაქტიკას. გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და იყო „სამხედრო ცენტრის“ წევრი, ეროვნულ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 1923 წელს დააპატიმრეს და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, ახლანდ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! / საქ. შსს-ს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361. - გვ. 389-411.