ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა კატარში—ბოლო ათწლეულების განმავლობაში კატარში ჯანდაცვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მთავრობის დაფინანსების ზრდის გამო. ახლო აღმოსავლეთში კატარი ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მხრივ რეკორდსმენად ითვლება.  2014 წელს ქვეყანაში ამ კუთხით 4,7  მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო. კატარში ცხოვრობს 2,3 მილიონი ადამიანი (აქედან 75% მამაკაცი, 94% ემიგრანტი); 2014 წლის მონაცემებით, 250 ათასი კატარის მოსახლეობის საშუალო წლიურმა შემოსავალმა 94 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. კანონის თანახმად, კატარის თითოეულ მაცხოვრებელს აქვს სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება. ჯანმრთელობის სტანდარტები კატარში ზოგადად მაღალია. კატარის მოქალაქეებს მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სისტემა, ხოლო უცხოელებმა უნდა მიიღონ ჯანმრთელობის დაზღვევა მათი დამსაქმებლებისგან ან თვითდასაქმების შემთხვევაში, შეიძინონ დაზღვევა.[1]

ჰამადის საავადმყოფო. სასწავლო ცენტრი

ექიმების მუშაობის წყალობით, ბავშვთა სიკვდილიანობა ქვეყანაში 50% -ზე მეტით შემცირდა 1990-იანი წლების განმავლობაში: 2013 წელს მან მიაღწია მხოლოდ 7 შემთხვევას 1000 ახალშობილზე, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 79 წელი[2]. ამასთან, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მოხდა ჭარბწონიანობის, დიაბეტისა და მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკა.[3][4][5][6]

ფაილი:Sidra Hospital as seen from Education City Mosque.jpg
სიდრას სამედიცინო-კვლევითი ცენტრი-დოჰა

ნავთობის აღმოჩენამდე, ჯანდაცვა შედგებოდა ტრადიციული მედიცინისაგან: დალაქები ასრულებდნენ წინადაცვეთებს და სხვა უმნიშვნელო პროცედურებს, ხოლო  მცენარეებით მკურნალები  ბუნებრივ საშუალებებს ავრცელებდნენ. კაუტერიზაცია (მოქსიბუცია) გავრცელებული პრაქტიკა იყო ხალხურ მედიცინაში.  მარგალიტის მაძიებელ მყვინთავ მეზღვაურებს მოგზაურობის დაწყებამდე ხშირად კაუტერიზაციას უკეთებდნენ ყურის პრობლემების განვითარების თავიდან ასაცილებლად. ამ პრაქტიკას ასევე იყენებდნენ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. აბდულაზიზ ბინ აჰმედ ალ ტანი, 1930 – იანი წლების მთავრობის წარმომადგენელი და კატარის მმართველი ოჯახის წევრი, ცნობილი იყო მკურნალობის ხსენებული მეთოდის გამოყენებით.  ქილებით თერაპია ტრადიციული მედიცინის შემადგენელი ნაწილი  იყო. იგი ჩვეულებრივ გამოიყენებოდა მცენარეულ მედიკამენტებთან ერთად, სამკურნალო საშუალება, რომელიც ისლამურ მედიცინაში იყენებდა ტრადიციულ  ბალახებით მკურნალობას. მწარე ალოე ყველაზე ღირებული ბალახი იყო. კატარის მოსახლეობის მიერ გამოყენებულ სხვა ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებში შედის საკმეველი, თიმიანი და ზაფრანა. კალიებს ასევე საკვები და სამკურნალო თვისებების გამო დელიკატესად მიიჩნევდნენ. მათ დამატებითი იყენებდნენ ცხოველების საკვებად. ტრადიციული მედიცინის ყველა ფორმიდან ყველაზე პოპულარული იყო მცენარეული თერაპია. ტრადიციული წეს-ჩვეულებები იშვიათად იყო დოკუმენტირებული, მაგრამ ზეპირად ვრცელდებოდა. [7]

 
დოჰა - ასტერის საავადმყოფო

1943 წელს შეიხ აბდულა ბინ ჯასიმმა გადაწყვიტა  პირველი საავადმყოფო  გაეხსნა ქვეყანაში თავისი ვაჟის ჰამად აბდულას სამკურნალოდ. მანამდე კატარის მაცხოვრებლები მძიმე  დაავადებების სამკურნალოდ იძულებულები იყვნენ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყვნენ. ძირითადად ისინი მიდიოდნენ ამერიკის მისიის საავადმყოფოებში ქუვეითში, ომანში, ბაჰრეინში  ან ირანში.  აბდულაჰ ბინ ჯასიმმა  რესურსების არარსებობის გამო  დახმარებისათვის კატარში, ბრიტანეთის პოლიტიკურ წარმომადგენელს მიმართა. წარმომადგენელმა  უარყო მისი შეთავაზება და მიმართა ამერიკულ მისიას, საიდანაც თანხმობა მიიღო საავადმყოფოს მშენებლობის დაფინანსებაზე. 12 საწოლიანი  საავადმყოფო 1947 წელს გაიხსნა. იქ მუშაობდა ერთადერთი ექიმი ამერიკული მისიიდან, რომელიც დროდადრო იცვლებოდა.  1957 წელს ქვეყანაში დაარსდა პირველი სახელმწიფო საავადმყოფო ალ რუმაილაჰ.[8]

სისმსუქნე

რედაქტირება
 
ამბულატორიული ცენტრი რუმაილაში

1980 წელს კატარმა ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნებს შორის მე -4 ადგილი დაიკავა. 2013 წლის მონაცემებით, კატარი მსოფლიოში მე -5 ადგილს იკავებს: სიმსუქნე დაფიქსირდა 20 წლამდე გოგონების 22.1% -ში და 20 წლამდე ვაჟების 33.5% -ში. 2003 წელს 12-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭების 36.5% -ში და იმავე ასაკის გოგონების 23,6% -ში დაფიქსირდა სიმსუქნე, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის, პროგნოზირებული იყო, ჭარბი წონის პროცენტული წილის ზრდა ქალებში 73% -მდე  ხოლო მამაკაცებში 69%-მდე. კატარი მე -6  ადგილს იკავებს ყველაზე ჭარბწონიან მამაკაცთა რაოდენობით შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. მიზეზებად მიიჩნევა ურბანული დაგეგმარება, რაც ქვეითად მოსიარულე მოსახლეობისათვის მოუხერხებელია, კვების დაბალი კულტურა, სწრაფი კვების მოხმარების ტენდენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის არაპოპულარობა. [9][10][11]

კატარი ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს იკავებს არამარტო ჭარბწონიანი მოსახლეობის, არამედ დიაბეტის შემთხვევებისა და დიაგნოზირებული გენეტიკური დაავადებების მხრივ.[12]

2013 წლის მონაცემებით, კატარის ზრდასრული მოსახლეობის 16% -ს დაუსვეს დიაბეტის დიაგნოზი. მთავრობა ახორციელებს კამპანიას დიაბეტის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით; ამით დაკავებულია  კატარის დიაბეტის ასოციაცია.[13][14]

გენეტიკური დაავადებები

რედაქტირება

ამერიკული ასოციაციის Dimes March იუწყება, რომ 2006 წლის მონაცემებით, კატარი მე -16 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტია გენეტიკური დაავადებები და ანომალიები ახალშობილებში (73,4 შემთხვევა ყოველ 10 ათას ახალშობილზე) , რაც გამოწვეულია  ინცესტით. [15]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Paul Sillitoe. Sustainable Development: An Appraisal from the Gulf Region. — Berghahn Books, 2014. — С. 102. — ISBN 978-1782383710.
  2. Mortality rate, infant (per 1,000 live births). The World Bank. მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  3. Qatar's 2015 healthcare expenditure worth $5.2bn. Arabian Business (13 ივლისი 2015). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  4. Britnell, Mark. In Search of the Perfect Health System. — London : Palgrave, 2015. — P. 64. — ISBN 978-1-137-49661-4.
  5. Life expectancy at birth, total (years). The World Bank.მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  6. "الرعاية الصحية والرفاهية (Health care and well-being)". Qatar e-Government. Retrieved 3 July 2015.
  7. Tammi Moe, Fahad Ahmed Al Obaidly, Reem Al Khoder & Doreen Schmid (2014). "Folk medicine and integrative healing in West Asia: Analysis of historical and modern practice and perceptions". Avicenna. 1: 1. doi:10.5339/avi.2014.1.
  8. Ruth Hatfield (10 March 2015). "Cures for Qataris: The first hospital in Doha". Origins of Doha. Retrieved 23 July 2015.
  9. Lesley Walker. Study: Qatar’s weight problem dates back three decades. Doha News (9 ივნისი 2014). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  10. Shawn Baldwin. Privilege Pulls Qatar Toward Unhealthy Choices. — 2010.
  11. The Richest, Fattest Nation on Earth (It's Not the United States[მკვდარი ბმული]). The Atlantic (16 ნოემბერი 2011). მიმართვის თარიღი: 3 ივლისი 2015.
  12. Diabetes. დაარქივებული 2021-11-04 საიტზე Wayback Machine. Qatar e-Government. მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  13. Michael Slackman. Privilege Pulls Qatar Toward Unhealthy Choices. New York Times (26 აპრილი 2010).
  14. 16% of Qatar’s adult population suffers from diabetes. Gulf Times (23 ივლისი 2013). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015.
  15. Qatar 'has one of highest birth defect rates'[მკვდარი ბმული] . Zawya (17 January 2015). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2015