ჯაიანტ ნარლიკარი
ჯაიანტ ვიშნუ ნარლიკარი (ინგლ. Jayant Vishnu Narlikar, ჯაიანტ ვიშნუ ნარლიკარი, დ. 1938 წლის 19 ივლისს) — ინდოელი ასტროფიზიკოსი და მწერალი. [1]
ჯაიანტ ნარლიკარი | |
---|---|
ინგლ. Jayant Vishnu Narlikar | |
დაბადების თარიღი |
19 ივლისი 1938 (84 წლის) კოლჰაპური, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
პროფესია | ასტროფიზიკოსი, მწერალი |
მეუღლე(ები) | მანგალა ნარლიკარი |
მშობლები | მამა: ვიშნუ ვასუდევ ნარლიკარი |
ჯილდოები |
პადმა ბჰუშანი პადმა ვიბჰუშანი |
ნარლიკარი გახლავთ კოსმოლოგიის სტაბილური მდგომარეობის მომხრე. სერ ფრედ ჰოილთან ერთად მან შეიმუშავა გრავიტაციის კონფორმალური თეორია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ჰოილ-ნარლიკარის თეორია. ეს თეორია აერთიანებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას და მახის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნაწილაკების ინერტული მასა წარმოადგენს ყველა სხვა ნაწილაკის მასის ფუნქციას, გამრავლებულს ურთიერთქმედების მუდმივაზე, რომელიც გახლავთ კოსმიური ეპოქის ფუნქცია. ამ თეორიაზე დაფუძნებულ კოსმოლოგიაში გრავიტაციული მუდმივა G მკაცრად მცირდება დროთა განმავლობაში სამყაროს ასაკის ზრდასთან ერთად.[2]
ადრეული წლები
რედაქტირებანარლიკარი დაიბადა კოლჰაპურში, ინდოეთი 1938 წლის 19 ივლისს კაჰრადეს ბრაჰმანი მეცნიერების ოჯახში. მისი მამა, მათემატიკოსი ვიშნუ ვასუდევ ნარლიკარი, გახლდათ ვარანასში ბენარესის ინდუისტური უნივერსიტეტის პროფესორი და მათემატიკის კათედრის გამგე. დედა — სუმატი ნარლიკარი სწავლობდა სანსკრიტს.
კარიერა
რედაქტირებანარლიკარმა მიიღო ბუნებისმეტყველების მეცნიერების ბაკალავრის წოდება ბენარესის ინდუისტურ უნივერსიტეტში 1957 წელს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო ინგლისში კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულ Fitzwilliam House-ში, რომელიც დაასრულა 1959 წელს ბაკალავრის ხარისხით მათემატიკაში. მან დაიმსახურა საუკეთესო სტუდენტის წოდება მათემატიკაში (Senior Wrangler — ყველაზე დიდი ინტელექტუალური მიღწევა, რომლის მიღებაც შესაძლებელია გაერთიანებულ სამეფოში). 1960 წელს ნარლიკარი დაჯილდოვდა ტაისონის მედლით ასტრონომიაში. 1962 წელს, კემბრიჯში დოქტორანტურაში სწავლისას, მიიღო სმიტის პრიზი. 1963 წელს ფრედ ჰოილის ხელმძღვანელობით დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ. მუშაობდა ბერი რამზის სტიპენდიანტად კემბრიჯის კინგსის კოლეჯში, ხოლო 1964 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დარგში. 1972 წლამდე განაგრძობდა მუშაობას სტიპენდიანტად კინგსის კოლეჯში. 1966 წელს ფრედ ჰოილმა შექმნა თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტი კემბრიჯში, სადაც ნარლიკარი 1966-72 წლებში გახლდათ ინსტიტუტის დამფუძნებელი თანამშრომელი. [3]
1972 წელს ნარლიკარმა პროფესორის თანამდებობა დაიკავა ტატას სახელობის ფუნდამენტურ კვლევით ინსტიტუტში (TIFR) (მუმბაი, ინდოეთი), სადაც იგი ხელმძღვანელობდა თეორიული ასტროფიზიკის ჯგუფს. 1988 წელს ინდოეთის უნივერსიტეტის საგრანტო კომისიამ დააარსა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინტერკოლეგიური ცენტრი (IUCAA) პუნეში და ნარლიკარი გახდა ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი.[4]
ნარლიკარი მთელ მსოფლიოში ცნობილია კოსმოლოგიის სფეროში მოღვაწეობით და განსაკუთრებით პოპულარული დიდი აფეთქების მოდელის ალტერნატიული მოდელის მხარდაჭერით. 1994-1997 წლებში იგი გახლდათ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის კოსმოლოგიური კომისიის პრეზიდენტი. მისი კვლევითი სამუშაო მოიცავდა კვანტურ კოსმოლოგიას, მახის პრინციპს. იგი გახლდათ ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა მიკროორგანიზმები 41 კმ სიმაღლეზე მიღებული სტრატოსფერული ჰაერის ნიმუშებიდან. კვლევის თანახმად, „ამ აღმოჩენებს უზარმაზარი გავლენა აქვს ასტრობიოლოგიის სფეროზე და, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საკითხში, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე“.
ნარლიკარი დაინიშნა მეცნიერებისა და მათემატიკის სახელმძღვანელოების საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ, სახელმძღვანელოების განვითარების კომიტეტი პასუხისმგებელია NCERT-ის (განათლებისა და ტრენინგის კვლევის ეროვნული საბჭო) მიერ გამოცემული საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სახელმძღვანელოების შემუშავებაზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება როგორც სტანდარტული სახელმძღვანელოები ინდოეთის ბევრ სკოლაში.
ჯილდოები
რედაქტირებანარლიკარს მიღებული აქვს რამდენიმე ეროვნული, საერთაშორისო ჯილდო და საპატიო დოქტორის წოდება. ინდოეთის მეორე უმაღლესი სამოქალაქო მთავრობის ჯილდო, პადმა ვიბჰუშანი, მას მიენიჭა 2004 წელს მისი კვლევითი მუშაობისთვის. მანამდე, 1965 წელს, მას მიენიჭა პადმა ბჰუშანი. ასევე, 1981 წელს მას მიენიჭა 1981 წლის რასტრა ბჰუშანის ჯილდო Ichalkaranji City FIE ფონდისგან.[5]
2010 წელს ნარლიკარმა მიიღო მაჰარაშტრა ბჰუშანის ჯილდო.
ის გახლავთ ბჰატნაგარის , მ.პ. ბირლას და საფრანგეთის ასტრონომიული საზოგადოების ჟიულ იანსენის სახელობის პრემიების ლაურეატი. ნარლიკარი ასევე არის ლონდონის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ასოცირებული წევრი, სამი ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და მესამე სამყაროს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
გარდა სამეცნიერო კვლევებისა, ნარლიკარი კარგად იყო ცნობილი იმით, რომ მეცნიერება ხელმისაწვდომი გახადა მასებისთვის თავისი წიგნების, სტატიების და სატელევიზიო და რადიო გადაცემების საშუალებით. ამ საქმიანობისთვის 1996 წელს იუნესკომ მას კალინგას პრემია მიანიჭა.
1980-იანი წლების ბოლოს მონაწილეობა მიიღო კარლ სეიგანის სატელევიზიო შოუში „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“. 1990 წელს მან მიიღო ინდირა განდის ჯილდო ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისგან. ნარლიკარი გლობალური მასშტაბის ფიგურაა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.
საკუთარი ავტობიოგრაფიისთვის იგი დაჯილდოვდა Sahitya Academy-ს მიერ (Marathi Chaar Nagarantale Maze Vishwa — 2014).[6][7]
შრომები
რედაქტირებაგარდა სამეცნიერო სტატიებისა, წიგნებისა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურისა, ნარლიკარმა დაწერა მოთხრობები, რომანები და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები ინგლისურ, ჰინდურ და მარათულ ენებზე. ის აგრევე გახლავთ NCERT-ის (განათლებისა და ტრენინგის კვლევის ეროვნული საბჭო, ინდოეთი) სამეცნიერო და მათემატიკური სახელმძღვანელოების კონსულტანტი.[8]
საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირება1992 წელს მან ხელი მოაწერა მანიფესტს „გაფრთხილება კაცობრიობას“[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mascarenhas, Anuradha (20 July 2018). "Astrophysicist Jayant Narlikar Turns 80: 'Despite excellent work at many labs, a Nobel Prize in science eludes India since 1930'". The Indian Express. Retrieved 9 June 2020.
- ↑ "Jayant Vishnu Narlikar". Biographical Memoirs of Fellows of the Indian National Science Academy. 19: 123–127. 1994. Retrieved 27 July 2015.
- ↑ "Face to Face with Professor Jayant V Narlikar". www.ias.ac.in. Retrieved 29 September 2020.
- ↑ Vasant Shankar Huzurbazar Biographical Memoirs of Fellows of the Indian National Science Academy: 45–50. Retrieved 28 October 2016.
- ↑ "List of Awardees". დაარქივებული 2022-08-07 საიტზე Wayback Machine. Khsindia. Retrieved 26 January 2019.
- ↑ Botekar, Abhilash (24 January 2021). "Dr Jayant Narlikar named president for Akhil Bharitya Sahitya Sammelan at Nashik | Nashik News - Times of India". The Times of India. Retrieved 25 January 2021.
- ↑ "Infosys Prize 2009" (PDF). Infosys Science Foundation. Retrieved 19 April 2021.
- ↑ Jayant V Narlikar. "From Black Clouds to Black Holes". World Scientific Series in Astronomy and Astrophysics (3rd ed.). 13. Archived from the original on 19 May 2012. Retrieved 30 October 2016.
- ↑ World Scientists' Warning To Humanity .