ბრაჰმანი
ბრაჰმანი (სანსკ. ब्रह्मन् brahman „ზრდა და ფიქრი“) — ცენტრალური ცნება ინდუიზმის ფილოსოფიაში, ღმერთის კოსმოსური უპიროვნო სული, ყოვლის შემოქმედი და ყველაფრის საბოლოო მიზანი და ადგილი. იხ. აუმ.
ღვთაება კრიშნა ბჰაგავადგიტაში ასეთ დახასიათებას აძლევს ბრაჰმანს:
იგი [ბრაჰმანი] ბუნებით შეუზღუდავია და ბრწყინავს გრძნობათა ძალით. თავისში იგი მოიცავს მთელ კოსმოსს და ტკბება ყოველი თვისებით, ისე რომ არც ეხება მათ. იგი იმყოფება სამყაროში და მის გარეთ, მდგრადი და მაინც იმდენად ფაქიზი, რომ მას ვერავინ შეიგრძნობს. იგი ახლოსაა და ამავე დროს - შორს. ყველა არსებაზე განფანტულია, ამავე დროს აბსოლუტურად ერთიანი და განუყოფელი. იგი ასულდგმულებს არსებებს თავისი ძალით, ქმნის და ანადგურებს მათ. იგი სინათლეთა სინათლეა, რომელიც ყოველგვარი სიბნელისგან შორს ყოველი არსების გულში განისვენებს და შეცნობის საბოლოო მიზანია.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბჰაგავადგიტა, მეცამეტე თავი, ლექსი 14-17.