ჯავზის ხე

(გადამისამართდა გვერდიდან ჯავზი)

ჯავზის ხე (Myristica) — მცენარეთა გვარი ჯავზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ორსახლიანი ხეებია.

ჯავზის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Myristica

100-120 სახეობა გავრცელებულია ძველი სამყაროს ტროპიკებში. ზოგიერთი სახეობის ნაყოფისაგან იღებენ სუნელ-სანელებელს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Myristica fragrans, რომლის სამშობლოა მოლუკის კუნძულები.

კულტურაში გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. თესლს (ჯავზი) და მის გამომშრალ თესლთანს იყენებენ კულინარიასა და კვების მრეწველობაში, აგრეთვე ეთეროვანი ზეთების მისაღებად, რომელსაც შემდეგ ხმარობენ მედიცინაში, პარფიუმერიასა და მეთამბაქოეობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება