დავით ჯავახიშვილი
ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯავახიშვილი, დავით)
დავით გიორგის ძე ჯავახიშვილი (დ. 18 იანვარი, 1935, თბილისი — გ. 2007[1]) — ქართველი გეოლოგი, მწერალი.
დავით ჯავახიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1935 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2007 |
საქმიანობა | მსახიობი და მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1977 წლიდან ტრესტ „საქნავთობგეოფიზიკის“ უფროსი გეოლოგია. პირველი მოთხრობა „ბაიდა“ და პირველი პროზაული კრებული „ფიქრები ბუზრის პირას“ 1961 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის კრებულები „კეთილი იმედის კონცხი“ (1967), „მოთხრობები“ (1970), „ჩემი ნადავლი“ (1972), საბავშვო წიგნები „ყინულის ბიჭუნა“ (1971), „ბიძია სევა“ (1973) და სხვა. ჯავახიშვილის ცალკეული მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იაპონურ ენებზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1974:„ ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ერლომ ახვლედიანთან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1977: „ალავერდი“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) კერესელიძე
- 1977: „ამაღლება“ ერლომ ახვლედიანთან, ნოდარ მანაგაძესთან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ ერლომ ახვლედიანთან, მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1987: „ეი, მაესტრო!“ ერლომ ახვლედიანთან, ნოდარ მანაგაძესთან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1991: „ნოე“ ერლომ ახვლედიანთან, ნოდარ მანაგაძესთან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1994: „ნათლისღება“ ნოდარ მანაგაძესთან, სოსო რამიშვილთან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1994: „ერთაწმინდა“ ერლომ ახვლედიანთან, ზურაბ თუთბერიძესთან ერთად რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
დამდგმელი მხატვარი ფილმებისა
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1987 : „ეი, მაესტრო!“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1987: „ხარება და გოგია“ (თავადი ანდრონიკაშვილი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1994: „ნათლისღება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1994: „გზა ჩალაურისაკენ“ რეჟ. აკაკი შანშიაშვილი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 526.