ჯაგდიშ ჩანდრა ბოსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯაგდიშ ჩანდრა ბოსი (ბენგ. জগদীশ চন্দ্র বসু; დ. 30 ნოემბერი, 1858, რადიკხალი — გ. 23 ნოემბერი, 1937, ინდოეთი) — ინდოელი ფიზიკოსი, ბიოლოგი, ბოტანიკოსი, არქეოლოგი, მწერალი.

ჯაგდიშ ჩანდრა ბოსი
ბენგ. জগদীশ চন্দ্র বসু
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1858(1858-11-30)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Bikrampur, Bengal Presidency, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1937(1937-11-23)[1] [6] [2] [3] [5] (78 წლის)
გარდ. ადგილი Giridih, Bengal Presidency, ბრიტანეთის ინდოეთი[6]
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი, არქეოლოგი, მწერალი და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი Presidency University, კემბრიჯის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ქრისტეს კოლეჯი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, კოლკატის წმინდა ხავიერის კოლეჯი, Hare School, ლონდონის უნივერსიტეტი, St. Xavier's Collegiate School, Dhaka Collegiate School, Mymensingh Zilla School და Pabna Zilla School, Pabna
განთქმული მოსწავლეები შატენდრანატ ბოზე
მეუღლე Abala Bose
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, Companion of the Order of the Indian Empire, Companion of the Order of the Star of India, honorary doctor of the University of Calcutta და რაინდი-ბაკალავრი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯაგდიშ ჩანდარა ბოსი დაიბადა 1858 წლის 30 ნოემბერს სოფელ რადიკხალში (ბენგალია). იმ დროს ინდოეთის ეს მხარე დიდი ბრიტანეთის კოლონიაში შედიოდა (1947 წლამდე) და, ბუნებრივია, ინდოელთა ეროვნული კულტურისა და, კერძოდ, მეცნიერების განვითარებაზე ინგლისელები არ ფიქრობდნენ. ჯ. ბოსის მამა - ბხაჰავან ჩადრა ბოსი, განათლებული და ერუდირებული პიროვნება, კარგა ხანს ქალაქის მმართველობის დეპუტატი იყო. მან შესანიშნავად განჭვრიტა კოლონიური ინდოეთის იმ დროს პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული დონე, ესმოდა, რომ ერთბაშად დიდი საქმის წამოწყება შეუძლებელი იყო და ამიტომ ჯერ სახელოსნო და ტექნიკური სასწავლებლის გახსნას შეუდგა. როგორც ბოსი იგონებს, სწორედ ამ სასწავლებელში მიიღო მან პირველი ექსპერიმენტული წვრთნა. პირველდაწყებითი განათლება მან მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ ენაზე მიიღო. ამაში, რასაკვირველია, მთავარი როლი მშობლებმა შეასრულეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პატარა ჩანდრას თავიდანვე ჰყვარებოდა მშობლიური ენა, თავისი ერი და ბოლოს სამშობლო. მხოლოდ ამით უნდა აიხსნას ის, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ჩ. ბოსიმ ერისა და სამშობლოს განდიდებას მიუძღვნა.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ინდოეთში სათავეში უდგას შესანიშნავი მეცნიერი ბოსი, რომლის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში მოასწავებს ახალ ეპოქას. ბოსის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ცდებით ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რითაც ხელი შეუწყო სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განმტკიცებას; კლასიკური შრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და ინდოეთში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, სადაც მუშავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელოვანი პრობლემები." ასე იწყებს ბოსის შეფასებას გამოჩენილი რუსი ბუნებისმეტყველი პროფესორი კ. ტიმირიაზევი. საშუალო განათლების მიღების მიღების მიზნით პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ბოსი კალკუტაში გადაიყვანეს და ევროპული ტიპის კოლეჯში მიაბარეს. იქ ფიზიკის მასწავლებელმა, ფრანგმა იეზუიტმა პატერმა ლაფონმა არაფერი დაზოგა იმისათვის, რომ ჩ. ბოსი კარგად დახელოვნებულიყო ფიზიკის ექსპერიმენტში.

საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბოსი სახელმწიფო სამსახურს აპირებდა, მაგრამ მამის დაჯინებული რჩევით იგი ლონდონში გაემგზავრა და უნივერსიტეტის სამედიცინო ფახილტეტზე ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ ბოსი ლონდონის უნივერსიტეტიდან კემბრიჯის უნივერსიტეტში გადავიდა. კემბრიჯში ბოსი ძირითადად მაინც ფიზიკისაკენ გადაიხარა. შესანიშნავ ლაბორატორიებში მან მალე მიიპყრო რელეის ყურადღება და საქმე იმით დამთავრდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას წინადდადება მიეცა სამეცნიერო მუშაობის გაგრძელების მიზნით კემბრიჯში დარჩენილიყო. მაგრამ ბოსის ოცნება - მალე დაბრუნებულიყო სამშობლოში და მის სამსახურში ჩამდგარიყო - არ დამცხრალა. მალე ბოსი კვლავ კალკუტის პრეზიდენტ-კოლეჯის პროფესორია.

ჯაგდიშ ჩანდრა ბოსის შრომები

რედაქტირება

ინგლისელთა მიბაძვით, ბოსიმ მიზნად დაისახა შეექმნა ისეთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც გადაჭრიდა რთულ სამეცნიერო პრობლემებს გამოზრდიდა მეცნიერთა კადრებს და თავისი შრომებით მიიზიდავდა უცხოელ მეცნიერებს ცოდნის შევსებისა და კვლევის მეთოდების დასაუფლებლად. ამ ოცნების განხორციელებას ბოსმა 30-ზე მეტი წელი უცადა. პირველი ათი წელი დასჭირდა მცირე თანხის მიღებას ლაბორატორიების შესაქმნელად. ამ ლაბორატორიებში ბოსმა თავისი ცდები ელექტრომაგნიტურ ტალღებზე ჩაატარა. აქვე დაიწყო ცდები ბიოლოგიაში, ამ ცდების შედეგმა გააოცა ინგლისელი ფიზიკოსები, ბოსის კი დამსახურებული პროფესორის წოდება მიენიჭა.

1895 წელს გამოქვეყნდა ბოსის პირველი მეცნიერული შრომა, რომელშიც ავტორმა გადმოგვცა თავისი მოსაზრება ელექტრომაგნიტური ტალღების ბუნების შესახებ, რაც მან ექსპერიმენტების შედეგად მიიღო. ეს შრომა ძალიან მალე ლონდონშიც დაიბეჭდა. ბოსის დაუცხრომელი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად ინდოეთში გაიხსნა პირველი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1917 წლის 30 ნოემბერს. 1922 წელს ჯ. ბოსი აირჩიეს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად.

ჯაგდიშ ჩანდრა ბოსი გარდაიცვალა 1937 წლის 23 ნოემბერს, 79 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ. 337-349, თბ. 1973