ხუჭუჭა უნაგირასოკო
ხუჭუჭა უნაგირასოკო (ლათ. Helvella crispa) — ჩანთიანი სოკო ჰელველასებრთა ოჯახისა.
ხუჭუჭა უნაგირასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Helvella crispa (Scop.) Fr., 1822 | |||||||||||||||
|
იგი პირველად აღწერა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს.[1]
სამეცნიერო სინონომები:
- Costapeda crispa (Scop.) Falck, 1923
- Helvella leucophaea Pers., 1800, nom. superfl.
- Helvella mitra var. monacella (Schaeff.) Pers., 1801
- Helvella monacella Schaeff., 1774
- Helvella nigricans Schaeff., 1774
- Helvella nivea Schrad., 1799
- Helvella pallida Schaeff., 1774
- Helvella sulcata Willd., 1787
- Phallus costatus Batsch, 1783
- Phallus crispus Scop., 1772basionym
აღწერა
რედაქტირებაქუდი არასწორი ფორმისაა და მისი დიამეტრი 2-4 სმ-მდე აღწევს, შუაში ჩაზნექილია, უნაგირის ფორმის. კიდეები — ტალღოვანი ან ხუჭუჭი.
ფეხის სიგრძე 3-7 სმ-მდე, სიგანე — 1-2,5 სმ., სიგრძივ წახნაგოვან-დაღარული, თეთრი, ძირში მსხვილდება.
სპორები ელიფსისებრი სადაა 15–20×10 მკმ. ჩანთები — ცილინდრული 300 მკმ-მდე სიგრძის და სიგანის და მოთავსებულია 8 სპორა.
პირობითად საჭმელი სოკოა, საჭმელად იხმარება ახალი. გამოყენებამდე საჭიროა 20 წუთის განმავლობაში ხარშვა.
გავრცელება
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იზრდება ნიადაგზე, როგორც შერეულ, ასევე წიწვოვან ტყეში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირება- Helvella lactea Boud., 1907 გამოირჩევა ფეხზე შეზრდილი, და არა მისგან თავისუფალი, ქუდის კიდეებით, აგრეთვე ქუდის სადა ქვედა მხარით.
- Helvella lacunosa Afzel., 1783 — უნაგირასოკო გამოირჩევა როგორც მინიმუმ მორუხო, ხშირად თითქმის შავი ქუდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 36, ISBN 99940-856-1-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Scopoli JA. (1772). Flora carniolica, 2 (იტალიური), გვ. 475.