ხურტკმლისებრნი (ლათ. Grossulariaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქებია, მორიგეობით განლაგებული, თათისებრ დანაკვთული ფოთლები აქვთ. ყვავილები აქტინომორფულია ორ- ან ერთსქესიანი, უმეტესად შეკრებილია მტევნებად, იშვიათად მცირეყვავილიან პატარა ქოლგებად ან კონებად, ზოგჯერ მარტოულია. ნაყოფი კენკრისებრია და მრავალთესლიანი. ოჯახში 2 (ან 1; იხ. ხურტკმელი) გვარია (150-მდე სახეობა), რომლებიც გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. კავკასიაში ამ ოჯახის 5 სახეობა გვხვდება, საქართველოში — 4. ცნობილია მოცხარისა და ხურტკმელის უამრავი კულტურული ფორმა.

ხურტკმელისებრნი

წითელი მოცხარი (Ribes rubrum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Grossulariaceae (DC., 1805)
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება