ხოჯავენდი

ქალაქი მთიან ყარაბაღში

ხოჯავენდი (აზერ. Xocavənd), მარტუნი (სომხ. Մարտունի) — ქალაქი მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანი. მდებარეობს ყარაბაღის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ხოჯავენდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, ქალაქი მარტუნის რაიონის ადინისტრაციული ცენტრი იყო. ქალაქში განთავსებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტინგენტის №13 სადამკვირვებლო პუნქტი.

ქალაქი
ხოჯავენდი
სომხ. Մարտունի
აზერ. Xocavənd

ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ხოჯავენდი
კოორდინატები 39°47′43″ ჩ. გ. 47°06′47″ ა. გ. / 39.79528° ჩ. გ. 47.11306° ა. გ. / 39.79528; 47.11306
ცენტრის სიმაღლე 390±1 მეტრი
მოსახლეობა 5 800 (2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხოჯავენდი — აზერბაიჯანი
ხოჯავენდი

ეტიმოლოგია რედაქტირება

სახელწოდება „მარტუნი“ მომდინარეობს სომეხი ბოლშევიკი რევოლუციონერის და ჩინოვნიკის, ალექსანდრე მიასნიკიანის სახელიდან. სახელი „ხოჯავენდი“ კი სპარსული წარმოშობისაა.[2]

ისტორია რედაქტირება

1960 წლის 29 იანვარს მარტუნმა მიიღო ქალაქური ტიპის დასახლების, ხოლო 1985 წელს ქალაქის სტატუსი.

ყარაბაღის ომი რედაქტირება

მარტუნი და თავად მარტუნის რაიონი ყარაბაღის პირველი ომის ბოლო ეტაპებზე ფრონტის ქალაქად იქცა. 1992 წლის თებერვლის დასაწყისში ვაზგენ სარქისიანმა, სომხეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მონტე მელქონიანი შტაბის უფროსად დანიშნა და მარტუნისა და მიმდებარე რეგიონების დაცვის ხელმძღვანელობა დაავალა. 1992 წლის 2 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარტუნის მიმდებარე ტერიტორია აიღეს. აზერბაიჯანული წყაროს ცნობით, ომის დროს რეგიონში აზერბაიჯანელებით დასახლებული 10 სოფელი დაზიანდა.[3] 1993 წლის ივნისში მელქონიანი ბრძოლაში დაიღუპა. ამ დრომდე ის რეგიონის მეთაურად რჩებოდა. [4]

მოსახლეობა რედაქტირება

1933 წლის 1 იანვრის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 1 028 კაცი (210 კომლი), ყველა სომეხი.

1989 წლის მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით, მარტუნში 6 998 ადამიანი ცხოვრობდა.[5]

2005 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობდა 4 878 მოსახლე.[6]

აღწერის წელი 1939[7] 1970[8] 1979[9] 2005
სომხები 1701 (89,2 %)   3 120 (67,0 %)   3 588 (65,3 %)   4 863 (99,7 %)
აზერბაიჯანელები 52 (2,7 %)   1 482 (31,8 %)   1 862 (33,9 %)
რუსები 136 (7,1 %)   44 (0,9 %)   41 (0,7 %)   8 (0,2 %)
უკრაინელები 7 (0,4 %)   3 (0,1 %)   1 (<0,1 %)   1 (<0,1 %)
სხვა 10 (0,5 %) 5 (0,1 %) 5 (0,1 %) 6 (0,1 %)
სულ 1 906 4 654 5 497 4 878

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა რედაქტირება

ქალაქს აქვს კულტურის სახლი, რომელსაც ადგილობრივები "ოპერას" ეძახიან. აქვე მდებარეობს წმინდა ნერსეს დიდის ეკლესია, რომელიც 2004 წელს გაიხსნა. მარტუნთან ახლოს XIX საუკუნის რუსული გევორგავანის ეკლესიაა.

ეკონომიკა რედაქტირება

მოსახლეობა ძირითადად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მისდევენ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას. 2015 წლის მონაცემებით, მარტუნს აქვს მუნიციპალური შენობა, კულტურის სახლი, ორი სკოლა, მუსიკალური სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, ახალგაზრდობის ცენტრი, 36 კომერციული საწარმო, ორი ქარხანა და რეგიონალური საავადმყოფო. მარტუნის თემი მოიცავს სოფლებს, ქაჯავანდს და კაქავაძორს.[10]

კლიმატი რედაქტირება

ჰავის მონაცემები — Martuni (Khojavend)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 5.5 6.4 10.1 17.5 21.7 26.6 29.8 29.7 24.8 19.1 12.6 8.0 17.7
საშუალო დაბალი °C −1.7 −1.0 1.8 7.6 12.1 16.4 19.5 18.4 15.2 10.2 4.9 0.6 8.7
საშუალო ნალექი (მმ) 20 26 36 49 68 55 23 23 28 44 31 25 428
წყარო: http://en.climate-data.org/location/21894/

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://stat-nkr.am/files/publications/joxovrdagrakan_vichak_2011.pdf
  2. Arsène Saparov (2017-09-01). „Contested spaces: the use of place-names and symbolic landscape in the politics of identity and legitimacy in Azerbaijan“. Central Asian Survey. 36 (4): 534–554. doi:10.1080/02634937.2017.1350139. S2CID 149221754.
  3. 25 years pass since occupation of Khojavend region.
  4. Melkonian 2005, p. 264.
  5. Демоскоп Weekly. Приложение. Справочник статистических показателей.. www.demoscope.ru. ციტირების თარიღი: 2017-12-05.
  6. Перепись населения НКР 2005 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-15. ციტირების თარიღი: 2008-07-01
  7. Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1939 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  8. Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1970 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  9. Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1979 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  10. Hakob Ghahramanyan. Directory of socio-economic characteristics of NKR administrative-territorial units (2015).