ხორისარი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ხორისარი — ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3736 მ. აგებულია მეოთხეული ანდეზიტებითა და დაციტებით. კონუსის ფორმისაა, ციცაბკალთებიანი. ხორისარზე შემორჩენილია რელიეფის მყინვარული ფორმები. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და სუბნივალური ლანდშაფტი.
ხორისარი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′47″ ჩ. გ. 44°24′33″ ა. გ. / 42.54639° ჩ. გ. 44.40917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3736 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი და დაციტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 501.