ხორვატული სამზარეულო

ხორვატული სამზარეულო არაერთგვაროვანი და რეგიონისთვის დამახასიათებელია. ხორვატიის ყველა რეგიონს აქვს მისთვის დამახასიათებელი კულინარიული ტრადიციები. მისი ფესვები ანტიკური ხანიდან მოდის. საკვები პროდუქტებისა და მათი მომზადების ფორმების შერჩევაში სხვაობა განსაკუთრებით ჩანს მატერიკის და ზღვისპირა რეგიონებს შორის.

ჰომარი დალმაციურად.

მატერიკული სამზარეულო ხასიათდება ადრეული სლავური ტრადიციებით და შედარებით ახალი მეზობელი კულტურების გავლენით. მისთვის დამახასიათებელია ღორის ქონის გამოყენება და ისეთი სუნელების გამოყენება როგორიცაა: შავი პილპილი, წიწაკა, ნიორი.

ზღვის რეგიონის სამზარეულო განიცდის როგორც ბერძნულ და რომაულ ასევე მოგვიანებით ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს (განსაკუთრებით იტალიური) გავლენას. აქ გამოიყენება ზეითუნის ზეთი და შემდეგი სუნელები: როზმარინი, პიტნა, დაფნა, შაშკვლავი, მაიორანი, დარიჩინი, მიხაკი, ჯავზი, ლიმონი, ფორთოხალი.

გლეხური კულინარიული ტრადიციები ეფუძნება ისეთ ძირითად საკვებ პროდუქტებს როგორიცაა: მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული კულტურები, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი.

ხორვატული სამზარეულო შეიძლება დაიყოს შემდეგი ისტორიული რეგიონების მიხედვით: ისტრია, დალმაცია, დუბროვნიკი, ლიკა, გორსკი-კოტარი, ხორვატიის ზაგორიე, მეჯიმურსკა, პოდრავინა და სლავონია. კერძების უმეტესობა გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ატარებს რეგიონებისთვის დამახასიათებელ თვისსებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Hrvatska za stolom - mirisi i okusi Hrvatske", Ivanka Biluš et al., Zagreb:Alfa, Koprivnica: Podravka, 1996, 192 p., illustrated in color, (Biblioteka Anima Croatarum, 2) ISBN 953-168-104-X
  • "Hrvatska vina" (Croatian wines), Fazinić Nevenko, Milat Vinko, illustrated, 159 p., 1994, ISBN 953-173-061-X
  • "Nova hrvatska kuhinja" (New Croatian cuisine), Davor Butković, Ana Ugarković, Profil international, Zagreb, 2005, 272 p., ISBN 953-12-0164-1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: