ლიკა (ხორ. Lika) — ისტორიული რეგიონი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს ველებიტს, დინარის მთიანეთსა და გორსკი-კოტარს შორის. რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია შემოსაზღვრულია დაბალი მთებით. ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით რეგიონის უდიდესი ნაწილი შედის ლიცკო-სენჟის ჟუპანიაში. მცირე ნაწილები ასევე მიეკუთვნება კარლოვაცისა და ზადარის ჟუპანიებს.

ლიკას უდიდესი ქალაქებია გოსპიჩი და ოტოჩაცი. ლიკას ისტორიული რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ხორვატიაში ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიკა&oldid=4227890“-დან