ველებიტი
ველებიტი (ხორ. Velebit) — ქედი დინარის მთიანეთში, ხორვატიაში. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ადრიატიკის ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 150 კმ-ზე. ციცაბოდ ეშვება ზღვისკენ. სიმაღლე 1757 მ-მდე (მთა ვაგანსკი-ვრხი). ჩვეულებრივ ველებიტი 4 ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი ველებიტი, შუა ველებიტი, სამხრეთი ველებიტი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ველებიტი. უმთავრესად აგებულია კირქვებით. განვითარებულია კარსტი. არის მღვიმეები. დასავლეთი ციცაბო კალთები უტყეოა, დამრეცი აღმოსავლეთი კალთები 1300 მ-მდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით, უფრო მაღლა — წიწვოვანი ტყეა. ველებიტი ბუნების პარკად არის გამოცხადებული. გამოიყოფა 2 ეროვნული პარკი: ჩრდილოეთ ველებიტი და პაკლენიცა.
ველებიტი | |
---|---|
ველებიტი | |
კოორდინატები: 44°32′ ჩ. გ. 15°14′ ა. გ. / 44.533° ჩ. გ. 15.233° ა. გ. | |
ქვეყანა | ხორვატია |
უმაღლესი წერტილი | ვაგანსკი-ვრხი |
სიმაღლე | 1757 მ |
ფართობი | 2200 კმ² |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 10-30 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ველებიტი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)