პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი (ხორვატ. Nacionalni park Plitvička jezera) — უძველესი ეროვნული პარკი სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში.[1] შეიქმნა 1949 წელს და მდებარეობს ცენტრალურ ხორვატიაში, მთიან, კარსტულ არეალში, ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვართან. პარკის ტერიტორიაზე გაედინება ჩრდილოეთი-სამხრეთი ხორვატიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქვეყნის შიდა ნაწილს ხმელთაშუაზღვიურ სანაპირო ზოლთან აერთებს.
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ხორვატია | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | vii, viii, ix | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 44°52′05″ ჩ. გ. 15°36′58″ ა. გ. / 44.86806° ჩ. გ. 15.61611° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 98 (უცნობია სესია) | |
ნომერი | 690 | |
გაფართოება | 2000 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 98 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დაცული ტერიტორია მოიცავს 296,85 კმ²-ს. მისი 90% ლიცკო-სენსკას ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს, 10% კი კარლოვაცის ოლქის.[2] 1979 წელს, ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ის ამ სიაში შესული პირველი ბუნებრივი ძეგლი გახდა.[3] ამჟამად, პარკის ყოველწლიურად 900 000 მნახველი სტუმრობს.[4]
ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ბოლო დროს, მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბების წარმოქმნის მიზეზი რამდენიმე პატარა მდინარისა და მიწისქვეშა კარსტული მდინარეების შერწყმაა. ყველა ტბა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მიმდინარეობს წყლის გაცვლა. ერთმანეთისგან მათ ყოფს ტრავერტინის ბუნებრივი დამბები, რომლებიც ხავსების, წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მოქმებდეის შედეგადაა წარმოქმნილი. ტრავერტინის ბარიერები, ყოველწლიურად 1 სმ-ით იზრდება სისქეში. ტბების მთლიანი ფართობი 2 კმ²-ს შეადგენს.
ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ფერთა ცვალებადობა მუდმივადაა დამოკიდებული წყალში მინერალთა შემცველობის ზომაზე, ასევე იქ არსებულ ორგანიზმებსა და მზის სინათლის დაცემის კუთხეზე.
მიუხედავად განსხვავებული კლიმატური პირობებისა და სიმაღლის დონეების მკვეთრი სხვაობისა, დაცულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალმხრივი ფლორა და ფაუნა. მათ შორისაა მრავალი ენდემური სახეობა. ტბებში დღემდე შემორჩენილის ის სახეობები, რომლებიც აქ ადამიანის მოსვლამდე არსებობდნენ.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Official Website of the Tourism Association of the Plitvice Lakes municipality with a register of accommodations
- UNESCO World Heritage
- Facts about Plitvice Lakes National Park, UNEP, WCMC დაარქივებული 2010-08-02 საიტზე Wayback Machine.
- Plitvice Lakes Management Plan (2007) დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ There are seven other national parks in Croatia, as well as ten nature parks.
- ↑ Plitvice Lakes National Park, protected area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-28. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ UNESCO World Heritage, no. 98
- ↑ Official visitor statistics for the year 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-28. ციტირების თარიღი: 2011-06-22.