ხოდი
ხოდი[1] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ტილიანის (აღმოსავლეთის ფრონეს აუზი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ცხინვალიდან 9 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 493.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 228.