ხობოტოკის ბუნების ძეგლი

ხობოტოკის ბუნების ძეგლი (რუს. Урочище Хоботок) — რეგიონული მნიშვნელობის[1] კომპლექსური დაცული ტერიტორია - ბუნების ძეგლი. მდებარეობს კამენსკის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო 1965 წელს[2]. ექვემდებარება როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტროს[3].

ხობოტოკის ბუნების ძეგლი

Урочище Хоботок

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
ორლინის კლდეების ხედი
მდებარეობა კამენსკის რაიონი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფართობი 31 ჰა
დაარსდა 1965
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო

ბუნებრივი წარმოშობის დაჭაობებული ტყეების დიდი რაოდენობა თავმოყრილია ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა სანაპიროზე. მარჯვენა სანაპიროზე ისინი შედიან ხობოტოკის ბუნების ძეგლის ტერიტორიის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობს ხუტორ ხობოტოკიდან ჩრდილოეთით[1]. ხობოტოკის ბუნების ძეგლი მდებარეობს კალიტვინის სატყეო მეურნეობაის კამენსკის სატყეოს 70-ე კვადრატში[1]. ბუნების ძეგლის საერთო ფართობია 31 ჰა[4]. ხობოტკის ძეგლის ტერიტორიაზე ბინადრობს ფრინველების ორი სახეობა, რომელიც შეტანილია რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის წითელ წიგნში: ესენია თეთრთვალა იხვი და ველის კაკაჩა.

ხეების სახეობებიდან გავრცელებულია ისეთი სახეობები, როგორიცაა ვერხვი, მუხა, წნორი, კვრინჩხი, თელა, ხეჭრელი. ფაუნის წარმომადგენლები არიან შველი, ტყის თაგვი, თეთრი წივწივა, ანკარა, ხვლიკისნაირნი, ქედანი, ბიგასებრნი, თეთრმკერდა ზღარბი.

ბუნების ძეგლი ასევე ასრულებს წყლისდაცვით ფუნქციას, ასევე იცავს ნიადაგს. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეროზიასთან ბრძოლის საკითხებში კვლევა[3].

ობიექტს გააჩნია ბუნების დაცვითი, სასწავლო და წყლის დაცვითი მნიშვნელობა. ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ნადირობა და ხილის შეგროვება აკრძალულია[1]. ადგილზე განვითარებულია ეკოლოგიური ტურიზმი[2].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Урочище Хоботок//ООПТ России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-01. ციტირების თარიღი: 2017-07-05.
  2. 2.0 2.1 Путеводитель по Ростову и Южному федеральному округу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-01. ციტირების თარიღი: 2017-07-05.
  3. 3.0 3.1 Урочище «Хоботок»//Бюро информационных технологий
  4. Сохранение почв как незаменимого компонента биосферы: функционально-экологический подход. Глеб Всеволодович Добровольский, Е. Д. Никитин Наука, /Интерпериодика", 2000 — с. 184