ხეჭრელი
ხეჭრელი (ლათ. Frangula) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.
ხეჭრელი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Frangula | ||||||||||||
|
52-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში ერთადერთი სახეობაა გავრცელებული (F. alnus), იზრდება ტყის პირებზე, ქვეტყედ მუხნარ-რცხილნარში, ჭალის ტყეებში, ბუჩქნარებში.
ქერქი შეიცავს ანთრაგლიკოზიდებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს; მისი ნახარში ან ნაყენი საფაღარათო საშუალებაა. ხეჭრელი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მის გვარს ხშირად აერთიანებენ ხეშავთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 474.