ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
ხერთვისი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში.[2] მდებარეობს მდინარეების ჭოროხის მარჯვენა და აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 260 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი[1].
სოფელი | |
---|---|
ხერთვისი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | აჭარისწყალი |
კოორდინატები | 41°32′24″ ჩ. გ. 41°44′11″ ა. გ. / 41.540028° ჩ. გ. 41.736583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 260 მ |
მოსახლეობა | 160[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 190[3][4] | ||
2014 | 160[1] | 89 | 71 |
საწნახელები
რედაქტირებასოფლის გარეუბან ზედობანში შემორჩენილია საწნახელი. საწნახელი გამართულია პირამიდისებური ბორცვის ჩრდილოეთი ფერდობის ძირში. იგი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა გეგმა საკმაოდ კარგად იკითხება. საწნახელი საკმაოდ მოზრდილია და იგი შეიძლება გაერთიანდეს განიერი საწნახელების ჯგუფში. მშენებლობაში გამოყენებულია კლდის კარგად შერჩეული ქვები მტკიცე თეთრ დუღაბზე. მისი სიგრძე-3,50 მ-ია. კედლის სისქე-0,55 მ. სამხრეთი კედელი მიდგმულია კლდოვან მასივზე და მისი სისქე 0,45 მ-ია. ჩრდ. კედლის სისქე-0,43 მ. საწნახელის შიდა ზომებია: სიგრძე-2,55 მ. სიგანე თავთან (აღმოსავლეთით)-1,45 მ. საწნახელის იატაკი შელესილია კირხსნარით. საწნახელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე გამართული იყო მარანი. მათგან დღემდე შემორჩენილია მეტნაკლებად დაზიანებული მიწაში ჩასმული 6 ქვევრი.[5]
იქვე შემორჩენილია მეორე საწნახელი. ეს საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 471.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.