ხარისჩლიქა (ლათ. Asarum) — მცენარეთა გვარი ძირმწარასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და მიწისზედა მოკლეგანუვითარებელი ღერო აქვთ.

ხარისჩლიქა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძირმწარასებრნი
გვარი:  ხარისჩლიქა
ლათინური სახელი
Asarum

100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში დასავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ამ გვარის მხოლოდ 1 სახეობა — ქართული ხარისჩლიქა.

იზრდება ტყესა (უმთავრესად წიფლნარში) და დაჩრდილულ ბუჩქნარში. დეკორატიული მცენარეა. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Takashi Sugawara (1982). „Taxonomic studies of Asarum sensu lato. Journal of Plant research. 95 (3): 295–302.[მკვდარი ბმული]
  • Lawrence M. Kelly (2001). „Taxonomy of Asarum Section Asarum (Aristolochiaceae)“. Systematic Botany. 26 (1): 17–53. doi:10.1043/0363-6445-26.1.17.
  • List of Asarum species დაარქივებული 2012-02-24 საიტზე Wayback Machine.
  • The International Agency for Research on Cancer.