ბეზენგის კედელი

ქედი საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდ
(გადამისამართდა გვერდიდან ხალდეს კედელი)

ბეზენგის კედელი, ფიცრული (რუს. Безенгийская стена) — ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი, 11–12 კმ სიგრძის მონაკვეთი. აღმართულია ვეებერთელა კედლის მსგავსად ჩრდილოეთით, — რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთისა და სამხრეთით, — საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სვანეთს შორის.[1]

ბეზენგის კედელი
ბეზენგის კედელი, მწვერვალი შხარა
ბეზენგის კედელი, მწვერვალი შხარა
კოორდინატები: 43°01′23″ ჩ. გ. 43°02′52″ ა. გ. / 43.02306° ჩ. გ. 43.04778° ა. გ. / 43.02306; 43.04778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
უმაღლესი წერტილი შხარა
სიმაღლე 5201 
სიგრძე 11–12 კმ
ამგებელი ქანები გრანიტოიდი
ბეზენგის კედელი — საქართველო
ბეზენგის კედელი
ბეზენგის კედელი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბეზენგის კედელი

ბეზენგის კედელზე გაშიშვლებულია კავკასიონის კრისტალური გულის ქანები — ნაცრისფერი გრანიტოიდები, რომლითაც აგებულია ბეზენგის კედლის უმაღლესი მწვერვალები: შხარა (5201 მ), ჯანღა (5078 მ), კათინთაუ (4979 მ), შოთა რუსთაველის მწვერვალი (4960 მ), გისტოლა (4860 მ), ლალვერი (4350 მ), ესენინის პიკი (4310 მ). მათ შორის ზღვის დონიდან 4400–4500 მ სიმაღლის უღელტეხილებია. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 800 მმ-ს შეადგენს. ხშირია ზვავი.[2]

ბეზენგის კედლის ჩრდილოეთით ეშვება კავკასიონის უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრეთით — ხალდესა და შხარის მყინვარები. ბეზენგის კედლის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე. ბეზენგის კედელს საქართველოში ხალდეს კედელსაც ეძახიან.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 34.
  2. Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. с. 176
  3. უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 390.