ხათუნა კალაძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.

ხათუნა კალაძე (დ. 11 მარტი, 1972) — ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.

ხათუნა კალაძე
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1972(1972-03-11) (52 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და პედაგოგი

ბიოგრაფია რედაქტირება

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1995-1999 წლებში ქალაქი თბილისის მე-9 საავადმყოფო, მორიგე ექიმი-ქირურგი. 1998-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის პოლიკლინიკა, ექიმი-ქირურგი და ექიმი-რენტგენოლოგი. 2002-2004 წლებში ქირურგის სამუშაო ადგილზე სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის კლინიკაში ქალაქის მე-7 საავადმყოფოს ბაზაზე. 2003-2005 წლებში. მოსკოვის №5 ცენტრალური კლინიკური ჰოსპიტალი (5ЦВКГ ВВС), ექიმი-ქირურგი, დოქტორანტი. 2001-2003 წლებში — თბილისის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 2001-2004 წლებში ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი, ექიმი-ქირურგი. 2004-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თორაკოაბდომინური კათედრის ასისტენტი, ექიმი-ქირურგი. 2006-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიული დეპარტამენტი, ქალაქის №1 საავადმყოფოს თორაკოაბდომინური კლინიკის ბაზაზე, ქირურგი. 2008-2009 წლებში Nuovo Ospedale Sant’Agostino Estense di Baggiovara a Modena, dal direttore Dr. Gianluigi Melotti. ქალაქი მოდენა, იტალია. ზოგადი და ენდოვიდეო ქირურგიის განყოფილება (სტაჟირება). 2009-2013 წლებში შპს „ჯანმრთელობის ცენტრი“ — ქირურგი. 2011 წლიდან — შპს „სამგორი მედი“ — ზოგადი ქირურგი. 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი. 2009-2011 წლებში ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამა „სამედიცინო საქმე“-ს ხელმძღვანელი. 2010-2012 წლებში ჰ. ალიევის სახ. ქართულ-აზერბაიჯანული სასწავლო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი. 2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 2009-2012 წლებში — თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტის საბაზისო და კლინიკური მედიცინის კათედრის გამგე, სრული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი. 2006-2013 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიული დეპარტამენტი, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებელი (მოწვეული მასწავლებელი), ქალაქის №1 საავადმყოფოს თორაკოაბდომინური კლინიკის ბაზაზე. 2002 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 51 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირეინვაზიური ჩარევების გამოყენებით. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირეინვაზიური ჩარევების გამოყენებით“, დაიცვა 2006 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 332

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება