ხავიერ მარიასი
ხავიერ მარიასი (დ. 20 სექტემბერი, 1951) — ესპანელი რომანისტი, მთარგმნელი და მესვეტე. გამოქვეყნებული აქვს თხუთმეტი რომანი, მათ შორის: „გული ისეთი თეთრია“ (1992) და „ხვალ ბრძოლაში ჩემზე იფიქრე“ (1994). რომანების გარდა, გამოქვეყნებული აქვს მოთხრობათა სამი კრებული და სეები. მისი შემოქმედება თარგმნილია ორმოცდაოთხ ენაზე და მსოფლიოს მასშტაბით მისი წიგნების რვანახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორისაა რომულო გალეგოს პრემია (1994), დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (1997) და ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპულ ლიტერატურაში (2011).
ხავიერ მარიასი | |
---|---|
ესპ. Javier Marías | |
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1951[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | მადრიდი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 2022[5] [6] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, რომანისტი, პროფესორი, ჟურნალისტი და რედაქტორი[7] |
ენა | ესპანური ენა |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ალმა-მატერი | მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი |
Magnum opus | Tomorrow in the Battle Think on Me და A Heart So White |
ჯილდოები | ამერიკის პრემია ლიტერატურაში, რომულო გალიეგოსის პრემია, Fastenrath Award, Prix Femina étranger, ნელი ზაქსის პრემია, ფორმენტორის პრემია, ნონინოს საერთაშორისო პრემია, Premio Iberoamericano de Letras José Donoso, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[8] , Miguel Delibes Journalism Prize, National Novel Prize[9] და Q130553017? |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | javiermarias.es |
მარიასმა განათლება მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ლიტერატურის განხრით მიიღო, რის შემდეგაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიდა, მათ შორის თავის ალმა მატერიში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვენეციასა და მასაჩუსეტსში.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი 2017 წლის რომანი „ბერტა ისლა“.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მადრიდში. მამამისი, ხოსე ორტეგა ი გასეტის მოსწავლე და მადრიდის სკოლის წევრი, ფილოსოფოსი და „დონ კიხოტის“ ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი, ხულიან მარიასი იყო, რომელიც დიქტატორმა ფრანკომ მცირე ხნით ციხეში ჩასვა, შემდეგ კი პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალა (სწორედ ამგვარი ბიოგრაფია აქვს მარიასის რომანის „შენი სახე ხვალ“ პროტაგონისტის მამას). ხუთი ვაჟიდან მარიასი მეოთხე იყო.[10] ბავშვობის დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებში გაატარა, სადაც მამამისი სხვადასხვა სასწავლებლებში ფილოსოფიას ასწავლიდა, მათ შორის იელის უნივერსიტეტსა და უელესლის კოლეჯში. 26 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. მისი პირველი ლიტერატურული საქმიანობა დედის ძმისთვის, ხესუს ფრანკოსთვის, „დრაკულას“ თარგმნა იყო.[11][12]
მწერლობა
რედაქტირებამარიასმა წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. პირველი რომანი, „მგლის სამფლობელო“, 17 წლის ასაკში პარიზში გაქცევის შემდეგ დაწერა. მისი მეორე რომანი „მოგზაურობა ჰორიზონტის გასწვრივ“ სათავგადასავლო ხასიათისაა და ანტარქტიდის ექსპედიციის შესახებ გვიამბობს.
მადრიდის კომპულტენსის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მარიასმა ინგლისურენოვანი რომანების ესპანურად თარგმნა დაიწყო. იგი თარგმნიდა აპდაიკს, ჰარდის, კონრადს, ნაბოკოვს, კიპლინგს, ჯეიმზს, სტივენსონს, ბრაუნის და შექსპირს. 1979 წელს მან ლორენს სტერნის „ტრისტრამ შენდის“ თარგმნისთვის ესპანეთის ეროვნული ჯილდო მიიღო. 1985-83 წლებში იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ესპანურ ლიტერატურას ასწავლიდა.[13]
1986 წელს გამოაქვეყნა „გრძნობათა კაცი“, ხოლო 1988 წელს „ყველა სული“, რომელშიც მოქმედება ოქსფორდის უნივერსიტეტში ხდება.
1992 წელს კომერციული და კრიტიკული წარმატება მოიპოვა მარიასის რომანმა „გული ისეთი თეთრია“, რომლისთვისაც მთარგმნელთან ერთად დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია მოიპოვა. 1994 წელს გამოქვეყნებული რომანისთვის „ხვალ ბრძოლაში ჩემზე იფიქრე“ რომულო გალიეგოსის სახელობის ვენესუელური პრემია მიიღო.
2006-2008 წლებში მარიასი ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი იყო.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლევან ბერძენიშვილი. (19.04.2022) ხავიერ მარიასი - „ბერტა ისლა“. ინდიგო.
- Sarah Fay (Winter 2006). „Javier Marias, The Art of Fiction No. 190“. The Paris Review.
- Chelsea Bauch, "Exclusive Q&A: Spanish Author Javier Marías", 30 November 2009.
- "Airships" (translated by Margaret Jull Costa), Granta 107, Summer 2009.
- "Javier Marías", BBC HardTalk Extra, 3 March 2006. Video
- Wyatt Mason, "A Man Who Wasn't There", The New Yorker, 14 November 2005.
- "Feeling London's bombs in Madrid", New York Times 11 July 2005.
- Sarah Emily Miano, "Betrayal of a blood brother", The Observer, 8 May 2005.
- Aida Edemariam, "Looking for Luisa", The Guardian, 7 May 2005.
- "How to remember, how to forget", The New York Times, September 11, 2004.
- "Fewer Scruples", Barcelona Review, No. 15, November 1999.
- "The Limits of Human Memory: On Proust and Javier Marías" დაარქივებული 2022-08-26 საიტზე Wayback Machine. The Quarterly Conversation, Issue 17.
publisher
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #115745459 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ E' morto lo scrittore Javier Marias
- ↑ Muere Javier Marías, figura clave de la narrativa española de los últimos 50 años — RTVE, 2022.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
- ↑ https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/literatura-narrativa/ultima-convocatoria.html
- ↑ Aida Edemariam, "Looking for Luisa", The Guardian, 7 May 2005.
- ↑ Hardworking King of Redonda.
- ↑ New new Directions Publishing biography დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 100 years. mod-langs.ox.ac.uk. ციტირების თარიღი: 13 September 2018
- ↑ Javier Marías es. Real Academia Española.