ჭუბურხინჯი
სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში
ჭუბურხინჯი (მეგრ. ჭუბური — „წაბლი“ და ხინჯი — „ხიდი“; 1952 წლამდე — წალამუხი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭუბურხინჯი, ზენი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა). მდებაროებს მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის კალთაზე, ზღვის დონიდან — 150 მეტრზე. დაშორებულია გალიდან 7 კმ-ით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება ჭუბურხინჯი მეგრული წარმოშობისაა (ჭუბური-წაბლი და ხინჯი-ხიდი) და „წაბლის ხიდს“ ნიშნავს.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[1] | 1477 | ||
2011 | 3340 |
ხუროთმოძღვრების ძეგლები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 407.