ჭორიკანა (ტელესერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჭორიკანა (სერიალი))


ჭორიკანა (ინგლ. Gossip Girl) — ამერიკული თინეიჯერული დრამატული სერიალი, რომელიც დაფუძნებულია სესილი ფონ ზიგესარის ამავე სახელწოდების წიგნების სერიაზე. სერიალის შემქმნელები არიან ჯოშ შვარცი და სტეფანი სეივიჯი, ხოლო პრემიერა 2007 წლის 19 სექტემბერს შედგა The CW-ზე. მისი მთხრობელი ყოვლისმცოდნე, მაგრამ ამავდროულად ყველასაგან უხილავი ბლოგერი - ჭორიკანაა, რომელსაც მსახიობი კრისტენ ბელი ახმოვანებს. სიუჟეტი კი პრივილეგირებული ახალგაზრდების ირგვლივ ვითარდება მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში, ნიუ-იორკში.

ჭორიკანა
ჟანრი თინეიჯერული დრამა
ავტორი ჯოშ შვარცი
სტეფანი სეივიჯი
მონაწილეობენ ბლეიკ ლაივლი
ლეიტონ მისტერი
პენ ბეჯლი
ჩეის კროუფორდი
ტეილორ მომსენი
ედ ვესტვიკი
კელი რაზერფორდი
მეთიუ სეტლი
მთხრობელი კრისტენ ბელი
თემის კომპოზიტორი Transcenders
მთავარი თემა „Steps of The Met“ - The Transcenders
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ეპიზოდი 6 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯოშ შვარცი
სტეფანი სეივიჯი
ბობ ლევი
ლესლი მორგენშტეინი
ჯონ სტივენსი
ადგილ(ებ)ი ზემო ისტ-საიდი, ნიუ-იორკი, მანჰეტენი, ბრუკლინი
ხანგრძლივობა 39-42 წუთი
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV)
ეთერში 19 სექტემბერი, 2007 (2007-09-19) — 17 დეკემბერი, 2012 (2012-12-17)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი სერენა ვან დერ ვუდსენის დაბრუნებით იწყება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში კონეტიკატის შტატში დახურულ სასწავლებელში სწავლობდა. ბლერ უოლდორფი არის სერენას დიდი ხნის მეგობარი, მაგრამ იშვიათად მეტოქეც, ისევე როგორც საშუალო სკოლის "დედოფალი". ჩაკ ბესი - ზემო ისტ-საიდის ცუდი ბიჭი, ნეიტ არჩიბალდი - ჩაკის საუკეთესო მეგობარი, დენ ჰამფრი - სერენას "ხან შეყვარებული" და "ხან ყოფილი შეყვარებული", ვანესა ეიბრამსი - დენის დიდი ხნის საუკეთესო მეგობარი და ჯენი ჰამფრი - დენის ამბიციური და.

წარმოება

რედაქტირება

ეპიზოდების ფორმატი

რედაქტირება

თითოეული ეპიზოდი იწყება ჭორიკანას ბლოგის სურათით, სადაც ჩანს სერენა ვან დერ ვუდსენის ფოტო საპილოტე ეპიზოდიდან. შემდეგ სერიალის იმ ამბების მოკლე მიმოხილვაა, რომელიც მიმდინარე ეპიზოდს უკავშირდება, რაც სრულდება კვლავ ბლოგის გვერდით, ოღონდ ამჟამად რომელიმე პერსონაჟის ფოტოთი და ქვემოთ იმ უახლესი ამბების ტექსტით, რომელიც ამ პერსონაჟს უკავშირდება.

მთხრობელი ჭორიკანაა, რომელსაც კრისტენ ბელი ახმოვანებს. ის ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებს საუბარს: "თქვენს წინაშეა ჭორიკანა, თქვენი ერთადერთი და განუმეორებელი წყარო მანჰეტენის ელიტის სკანდალურ ცხოვრებაში" (ინგლ. Gossip Girl here, your one and only source into the scandalous lives of Manhattan's elite). ამის შემდეგ იწყება სერიალის გახსნითი კრედიტი, ჩურჩულა ხმები ამბობენ: "სად იყო?" "სერენა" (ინგლ. Where has she been? Serena). შემდეგ კი კვლავ ჭორიკანა იწყებს: "და ვინ ვარ მე? ეს ერთადერთი საიდუმლოა, რომელსაც მე არასოდეს გავამხელ, თქვენ იცით რომ მე გიყვარვართ. xoxo, ჭორიკანა (ინგლ. And who am I? That's one secret I'll never tell, you know you love me. xoxo, Gossip Girl). ასევე ყოველი ეპიზოდი ჩვეულებრივ მთავრდება ჭორიკანას სიტყვებით: "თქვენ იცით რომ მე გიყვარვართ. xoxo, ჭორიკანა." (ინგლ. You know you love me. xoxo, Gossip Girl.).

xoxo არის შემოკლებული გამოსახვა სიტყვებისა "Hugs and kisses" (ჩახუტება და კოცნა).

გადასაღები ადგილები

რედაქტირება

სეზონები

რედაქტირება

პირველი სეზონი: 2007-08

რედაქტირება

პირველი სეზონი 2007 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და 2008 წლის 19 მაისს დასრულდა. დაგეგმილი იყო 22 სერიის გადაღება, მაგრამ სცენარისტების 2007-2008 წლების გაფიცვების გამო პირველ სეზონში, რომელიც 3.5 მილიონიანი მაყურებლით დაიწყო და 3 მილიონით დასრულდა, სულ 18 სერია შევიდა. მიუხედავად იმისა რომ რეიტინგი დაბალი იყო, არხმა განაახლა სერიალი მეორე სეზონისათვის, რაც ძირითადად დაფუძნებული იყო 18-დან 34 წლამდე მაყურებელთა შორის პოპულარობაზე.

პირველი სეზონი უმეტესწილად ყურადღებას უთმობს ზემო ისტ-საიდში სერენას მოულოდნელ დაბრუნებას და კვალდაკვალ მიჰყვება მისი უცნაური გაუჩინარების მიზეზებს. საწყის ეტაპზე, სერენას წასვლის მიზეზად თვლება მისი ერთღამიანი ურთიერთობა თავისი საუკეთესო მეგობრის, ბლერ უოლდორფის შეყვარებულთან - ნეიტ არჩიბალდთან. სეზონის ბოლო ეტაპზე კი სერენას ყოფილი მეგობარი - მოხერხებული და ცბიერი ჯორჯინა სპარკსი ჩამოდის ნიუ-იორკში და ამტკიცებს, რომ ის ღამე, როცა სერენა ნეიტთან იწვა, იქვე არ დასრულებულა - მაშინ ის ჯორჯინას ბინაში მივიდა და მის ხელში ახალგაზრდა ბიჭი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გარდაიცვალა, ამასობაში კი ყველაფერი ვიდეოკასეტაზე იწერებოდა. პირველი სეზონი ასევე გვიყვება სერენას ურთიერთობას აუტსაიდერ დენ ჰამფრისთან, ბლერის ურთიერთობას ნეიტთან და ასევე მის რომანს ჩაკთან, სერენას დედისა და დენის მამის მოკლე რომანტიკულ პერიოდს, ბლერისა და ჯენის "მენტორ-პროტეჟე ურთიერთობასა" და დენის ყოფილი საუკეთესო მეგობრის - ვანესა ეიბრამსის დაბრუნებას. სეზონი მთავრდება სერენას საიდუმლოების გამომჟღავნებითა და ევროპაში სამოგზაუროდ წასვლამდე ჩაკის მიერ ბლერის მიტოვებით.

მეორე სეზონი: 2008-09

რედაქტირება

მეორე სეზონში 25 ეპიზოდი შევიდა და პრემიერა ბევრი სხვა სერიალებისაგან განსხვავებით უფრო ადრე, ზაფხულის დასასრულს - 2008 წლის 1 სექტემბერს შედგა და 2009 წლის 25 მაისს დასრულდა. ამ სეზონის პრემიერას თვალს 3.43 მილიონი მაყურებელი ადევნებდა, ხოლო დასასრულს კი 2.23 მილიონი - უფრო ცოტა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთი საფინალო ეპიზოდი სახელწოდებით "Valley Girls" წარმოადგენდა სერიალის ეგრეთ წოდებულ სპინ-ოფს, რომელშიც მოქმედება 1983 წელს ხდებოდა და აღწერდა ერთ-ერთი გმირის - ლილი ვან დერ ვუდსენის თინეიჯერობის წლებს.

მეორე სეზონი ძირითადად აღწერს მთავარი გმირების საშუალო სკოლის ბოლო წელს, კოლეჯში მოხვედრის შესაძლებლობებს, მათ ახალ-ახალ ურთიერთობებსა და ჭორიკანასთან ბოლო შეხვედრას. პირველი რამდენიმე ეპიზოდი გვიჩვენებს საზაფხულო არდადეგების დასკვნით პერიოდს, სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. ჭორიკანას როლი ოდნავ შემცირებულია, ის აგრძელებს თავისი ბლოგის მართვას, თუმცა ძირითად ინფორმაციას თავისთვის ინახავს და ბოლო ეპიზოდში აქვეყნებს, როგორც უკანასკნელ აფეთქებას, როდესაც სერენა ცდილობს აღმოაჩინოს თუ ვინაა ჭორიკანა, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს არკვევს. ამ სეზონის მთავარი იდუმალება არის სერენას ურთიერთობა პოპი ლიფტონთან - სოციალური ელიტის წარმომადგენელთან, რომელიც ცდილობს, რომ სერენასა და მის მეგობრებისაგან ფული მოიპაროს, რაც საბოლოოდ ჯორჯინა სპარკსის დაბრუნების მიზეზი ხდება, რომელიც ამტკიცებს, რომ შეიცვალა, თუმცა ბოლოს ბლერზე შურისძიებას გადაწყვეტს.

მეორე სეზონი ასევე ყურადღებას უთმობს ბლერსა და ჩაკს. თავიდან ისინი უარყოფენ თავიანთ გრძნობებს, რასაც ერთმანეთის მიმართ განიცდიან, გადიან არეულ-დარეული გეგმებისა და მანიპულაციების გზას. მას შემდეგ კი, რაც ყველა თამაში დასრულებულია, ისინი საბოლოოდ ეუბნებიან ერთმანეთს: "მიყვარხარ". სიუჟეტი ასევე შეიცავს ბლერიც უამრავ ცდას, რომ მოხვდეს იელის უნივერსიტეტში, ბარტ ბასის სიკვდილს, რომელიც ჩაკზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, დენის აუტსაიდერობიდან ინსაიდერობაში გადანაცვლებასა და მის ურთიერთობას პედაგოგ რეიჩელ კართან, დენთან დაშორების შემდეგ სერენას სხვა ურთიერთობებეს, ჯენის კარიერულ მიღწევებს მოდის სფეროში და მის "აჯანყებებს", რაც საბოლოოდ სკოლის ახალი დედოფლის ტიტულს ანიჭებს, ნეიტის მეგობრობის დასასრულს ჩაკთან და დასაწყისს დენთან, ასევე ნეიტის ოჯახის პრობლემებს, რომელიც იზრდება და გავლენას ახდენს მის ახალ ურთიერთობაზე ვენესასთან, ბარტ ბასის გარდაცვალების შემდეგ რუფუსისა და ლილის ურთიერთობებს, მათ ნიშნობასა და იმ ფაქტის გამომჟღავნებას, რომ მათ ვაჟიშვილი ჰყავთ.

მესამე სეზონი: 2009-10

რედაქტირება

მესამე სეზონი, რომელშიც 22 ეპიზოდი შევიდა, 2009 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 2010 წლის 17 მაისს დასრულდა. პრემიერას თვალს 2.55 მილიონი მაყურებელი ადევნებდა, ხოლო დასასრულს კი 1.98 მილიონი, უფრო მცირე ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მესამე სეზონი ყურადღებას ამახვილებს დენზე, ბლერსა და ვანესაზე, როცა ისინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ირიცხებიან და მათთან ერთად კინოვარსკვლავი ოლივია ბერკიც სწავლობს, რომელთანაც დენი იწყებს შეხვედრებს და რომლის როლსაც ჰილარი დაფი ასრულებს. ნეიტი კოლუმბიის უნივერსიტეტში ირიცხება, ხოლო სერენა სწავლისაგან ერთწლიან შესვენებას იღებს, ჯენი საბოლოოდ ხდება სკოლის დედოფალი და ჩაკი ბასების საგვარეულო კომპანიას მართავს თავის დედობილ ლილი ვან დერ ვუდსენთან ერთად. პირველი რამდენიმე ეპიზოდი ზაფხულის არდადეგების იმ პერიოდს აღწერს, რომელიც უნივერსიტეტისა და სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრეა. ჭორიკანას როლი სეზონის განმავლობაში შედარებით შემცირებულია.

ამ სეზონში ბევრი მოწვეული მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ჯოანა გარსია ნეიტის სასიყვარულო ინტერესის - ბრი ბაკლის როლში, ამერიკის მომდევნო ტოპ-მოდელის შემქმნელი ტაირა ბენკსი მსახიობ ურსულა ნაიქუისტის როლში, უილიამ ბოლდუინი სერენასა და ერიკის მამის, ლილის ექს-მეუღლისა და რუფუსის დიდი ხნის მეტოქის - უილიამ ვან დერ ვუდსენის როლში. ასევე იყო ეგრეთ წოდებული ქამეოები ლედი გაგას, ტორი ბერჩის, ჯიმი ფელონის, ჯორჯინა ჩეპმენისა და ჯგუფების Sonic Youth-ისა და Plastiscines-ის მიერ.

სეზონის მეცხრე ეპიზოდმა აღსანიშნავი რაოდენობით დავა გამოიწვია. მშობელთა ჯგუფები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ CW-ს არ გაეშვა ეპიზოდი, რომელიც შეიცავდა სექსუალური ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმას - სამეულს. CW-მ იგნორირება გაუკეთა ამ მოთხოვნებს და გამოაცხადა, რომ ეპიზოდი გავიდოდა ეთერში, როგორც დაგეგმილი იყო.

რობერტ ჯონ ბერკი, რომელიც ჩაკის მამის - ბარტ ბასის როლს თამაშობდა, გამოჩნდა დეკემბრის ერთ-ერთ ეპიზოდში, ხოლო დესმონდ ჰერინგტონი დაბრუნდა ჩაკის ბიძის - ჯეკ ბასის როლში მთავარი სიუჟეტური ხაზით, რომელიც სეზონის ბოლოს მთელ ზემო ისტ-საიდერებს ეხებათ, გავლენას ახდენს ჩაკისა და ბლერის ურთიერთობაზე და ტრიალებს თავად ჯეკისა და ჩაკის გაუცხოებული დედის - ეველინ ბას ფიშერის გარშემო, რომელსაც ჯეკთან ერთად გეგმა აქვს, რომ დიდი სასტუმრო მიითვისონ და რომლის როლსაც მსახიობი ლაურა ჰერინგი ასრულებს. საბოლოოდ ჩაკმა ეს სასტუმრო უნდა დათმოს, რადგან ჭორები, რომელიც თანამშრომლებთან მის სექსუალურ ურთიერთობებს ეხება, თავისი ბიძის შეთხზულია.

ასევე მესამე სეზონი დიდ ყურადღებას უთმობს ჯენი ჰამფრის ცხოვრების ცვლას. ის დიდ დროს ატარებს მისი ძმობილისა და მეგობრის - ერიკ ვან დერ ვუდსენის მოშორებით და დასდევს ნეიტს, რომელიც სერენაზე ფიქრობს.

DVD გამოცემები

რედაქტირება
სრული სეზონი გამოსვლის თარიღები DVD ბონუსები დისკების რაოდენობა
ქვეყანა 1 ქვეყანა 2 ქვეყანა 3 ქვეყანა 4
1st 19 აგვისტო, 2008 18 აგვისტო, 2008 22 ოქტომბერი, 2008 13 ნოემბერი, 2008 (ბრაზილია)/15 აპრილი, 2009 (ავსტრალია) ეთერში არგაშვებული სცენები, 3 All-New Featurettes, მუსიკალური ვიდეოები, Gossip Girl Featurette, GG Couture Featurette, A Gossip Girl Wedding Featurette, კურიოზები და ორიგინალი ბესტსელერი წიგნის უფასო გადმოტვირთვა, რომელსაც კრისტინა რიჩი კითხულობს. 5
2nd 18 აგვისტო, 2009 ნაწილი 1: 13 აპრილი, 2009
ნაწილი 2: 10 აგვისტო, 2009
სრული: 28 სექტემბერი, 2009
2 ოქტომბერი, 2009 24 სექტემბერი, 2009 (ბრაზილია), 28 ოქტომბერი, 2009 (ავსტრალია და ახალი ზელანდია) მე-5 ავენიუ ხვდება ჭორიკანას: დააჭირეთ ღილაკს გრაფიკულ რუკაზე და გაიარეთ ტური "ჭორიკანას" შემადგენლობის საყვარელ და ხშირად მონახულებულ ადგილებში. სახეები დიზაინის მიღმა: შემოქმედებითი ძალები შოუს არტისა და მოდის მიღმა. დოროტას კვალდაკვალ. კურიოზები. გადმოტვირთული აუდიოწიგნი სესილი ფონ ზიგესარის ბესტსელერი რომანისა "ჭორიკანა, იცი რომ გიყვარვარ", წაკითხული კრისტინა რიჩის მიერ. ეთერში არგაშვებული სცენები. 7 (8 სპეციალურ გამოცემაში)
3rd 24 აგვისტო, 2010 23 აგვისტო, 2010 2 ოქტომბერი, 2010 1 სექტემბერი, 2010 (ავსტრალია) / 4 ნოემბერი, 2010 (ბრაზილია) ჭორიკანას მეთოდი: ინტერაქტიული ჩვენება ეპიზოდისა "იმპერია ურტყამს ჯეკს", ჭორიკანას სახელგანთქმული საქმე: წვეულების გამართვა ჭორიკანას სტილში, Plasticines-ის "Bitch"-ისა და ლედი გაგას "Bad Romance"-ის მუსიკალური ვიდეოები, კურიოზები, ეთერში არგაშვებული სცენები. 5

შენიშვნა: ავსტრალიაში პირველი სეზონისათვის სხვა ქავერია გამოყენებული. ასევე არის მეორე სეზონის სამი განსხვავებული ვერსია: ორიგინალი, სპეციალური 8 დისკიანი გამოცემა და ღია ლურჯი ქავერი (რომელიც არის იგივე ქავერი, რაც გამოყენებულია მეორე სეზონის მეორე ნაწილისათვის დიდ ბრიტანეთში).

"ჭორიკანას" 1, 2 და 3 სეზონები ასევე ხელმისაწვდომია iTunes-ის სათავსოში, სადაც ნებისმიერი ეპიზოდის შეძენა შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე მთლიან სეზონთან ერთად.

რეიტინგი

რედაქტირება
სეზონი დრო სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი სატელევიზიო სეზონი რიგი ამერიკის მაყურებლები
(მილიონებში)
რეიტინგი
1 ოთხშაბათი 9/8c
(19 სექტემბერი, 2007 – 9 იანვარი, 2008)
ორშაბათი 8/7c
(21 აპრილი – 19 მაისი, 2008)
19 სექტემბერი, 2007 19 მაისი, 2008 2007–2008 #196 2.35 0.8
2 ორშაბათი 8/7c 1 სექტემბერი, 2008 18 მაისი, 2009 2008–2009 #168 2.48 0.9
3 ორშაბათი 9/8c 14 სექტემბერი, 2009 17 მაისი, 2010 2009–2010 #135 2.02 1.1
4 13 სექტემბერი, 2010 მაისი, 2011 2010–2011

ჯილდოები

რედაქტირება
წელი შედეგი ჯილდო კატეგორია მიმღები
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამა სერიალი
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალი სერიალი
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი ქალი ლაივლი, ბლეიკბლეიკ ლაივლი
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალბედა ტელემსახიობი ქალი ლაივლი, ბლეიკბლეიკ ლაივლი
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალბედა ტელემსახიობი მამაკაცი კროუფორდი, ჩეისჩეის კროუფორდი
2008 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო ბოროტმოქმედი ვესტვიკი, ედედ ვესტვიკი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი ქალი მისტერი, ლეიტონლეიტონ მისტერი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი კროუფორდი, ჩეისჩეის კროუფორდი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი ბეჯლი, პენპენ ბეჯლი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალბედა ტელემსახიობი ქალი მისტერი, ლეიტონლეიტონ მისტერი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალბედა ტელემსახიობი ქალი მომსენი, ტეილორტეილორ მომსენი
2008 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული ახალბედა ტელემსახიობი მამაკაცი ვესტვიკი, ედედ ვესტვიკი
2008 ნომინირებული ხალხის რჩეულთა დაჯილდოება ფავორიტი ახალი სატელევიზიო დრამა
2009 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული სერიალი
2009 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი კროუფორდი, ჩეისჩეის კროუფორდი
2009 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი ქალი მისტერი, ლეიტონლეიტონ მისტერი
2009 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო ბოროტმოქმედი ვესტვიკი, ედედ ვესტვიკი
2009 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული მუსიკალური საუნდტრეკი
2009 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი ბეჯლი, პენპენ ბეჯლი
2009 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო მშობელი სეტლი, მეთიუმეთიუ სეტლი
2010 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული სერიალი
2010 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი ქალი მისტერი, ლეიტონლეიტონ მისტერი
2010 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი კროუფორდი, ჩეისჩეის კროუფორდი
2010 გამარჯვებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული სცენის ქურდი ქალი დაფი, ჰილარიჰილარი დაფი
2010 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი ქალი ლაივლი, ბლეიკბლეიკ ლაივლი
2010 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული დრამატული ტელემსახიობი მამაკაცი ბეჯლი, პენპენ ბეჯლი
2010 ნომინირებული თინეიჯერების რჩეულთა დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო ბოროტმოქმედი ვესტვიკი, ედედ ვესტვიკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: