ჭოვილო-განდეგილი
ჭოვილო-განდეგილი (ლათ. Tringa solitaria, ლათ. solus-იდან — „მარტოხელა“, „განდეგილი“)[1] — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 18–23 სმ, ფრთის შლილი 50 სმ, მასა 36–65 გ.[2][3] მკერდი თეთრია, სხეული თავიდან კუდამდე ყავისფრადაა შეფერილი. გავრცელებულია ალასკისა და კანადის ტყის ზონაში. ახასიათებს მიგრაცია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით, ამაზონის აუზსა და კარიბებში. იშვიათად შეინიშნება დასავლეთ ევროპაში. ჭოვილო-განდეგილი არ არის ჯოგური ფრინველი, ჩვეულებრივ მარტოა მიგრაციის დროსაც, თუმცა იშვიათად მცირე რაოდენობით იკრიბებიან გამოსაკვებ ადგილებში. ძირითადად მტკნარწყლოვან წყალსატევებს ეტანება. დედალი დებს 3–5 კვერცხს. იყენებს მგალობელ ბეღურათა ბუდეებს, მაგალითად შაშვისებრებისას. გამოჩეკვიდან მალევე ბარტყები ბუდიდან ძირს ხტებიან.[4] იკვებება უხერხემლოებით, ზოგჯერ მცირე ზომის ბაყაყებითაც.
ჭოვილო-განდეგილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tringa solitaria (A. Wilson, 1813) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693239 | |||||||||||||||
|
მოიცავს ორ ქვესახეობას:
- T. s. cinnamomea, (Brewster, 1890): მრავლდება ალასკასა და დასავლეთ კანადაში;
- T. s. solitaria, (Wilson, 1813): მრავლდება აღმოსავლეთი ბრიტანეთის კოლუმბიიდან ლაბრადორამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Solitary sandpiper - Tringa solitaria — USGS Patuxent Bird Identification InfoCenter
- Solitary sandpiper species account — Cornell Lab of Ornithology
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm, გვ. 359, 390. ISBN 978-1-4081-2501-4.
- ↑ Solitary sandpiper at All about birds
- ↑ CRC Handbook of Avian Body Masses by John B. Dunning Jr. (Editor). CRC Press (1992), ISBN 978-0-8493-4258-5.
- ↑ Federation of Alberta Naturalists. (1992) Glen P. Semenchuk (ed.). The Atlas of Breeding Birds of Alberta. Edmonton, AB:Federation of Alberta Naturalists.