ჭობარეთისთავი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ჭობარეთისთავი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭობარეთის ქედზე, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთის ზემო წელში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2278 მ. აქვს კონუსური ფორმა. აგებულია შუაეოცენური პორფირიტებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-კონგლომერატებით. მთა და მისი შემოგარენი შემოსილია მთის სტეპის მცენარეებით.
ჭობარეთისთავი | |
---|---|
კოორდინატები: 41°36′10″ ჩ. გ. 43°23′14″ ა. გ. / 41.60278° ჩ. გ. 43.38722° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2278 მ |
ქედი | ჭობარეთის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-კონგლომერატი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.