ჭიჭიკო ბენდელიანი
სხუნუეფიშ რსხუშ გერგეზი
ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი (დ. 29 იანვარი, 1914, გორაბერეჟოული, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 20 ივლისი, 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 აგვისტო, 1943), გვარდიის მაიორი, სკკპ წევრი 1938 წლიდან.
ჭიჭიკო ბენდელიანი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1914 |
დაბადების ადგილი | გორაბერეჟოული |
გარდაცვალების თარიღი | 20 ივლისი, 1944 (30 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბიტენი |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | Soviet Air Forces და სამხედრო-საჰაერო ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1937–1944 |
წოდება | გვარდიის მაიორი |
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები | საბჭოთა კავშირის გმირი - 1943 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1937 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.
2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. სოფელ გორაბერეჟოულში დგას მისი სახელობის მუზეუმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 304.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981