ჭეშოსმთა
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ჭეშოსმთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედის თხემზე, მდინარე პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადის — დიდიხევის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4086 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. რელიეფი კლდოვანია, ციცაბო. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ჭეშოსმთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°29′55″ ჩ. გ. 45°39′00″ ა. გ. / 42.498833° ჩ. გ. 45.650167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 4086 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.