ჭაუხის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჭაუხის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3338 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აკავშირებს მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის ჯუთისწლისა და მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის ხეობებს.
ჭაუხის უღელტეხილი | |
---|---|
ჭაუხის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°33′20″ ჩ. გ. 44°48′57″ ა. გ. / 42.55556° ჩ. გ. 44.81583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3338 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 386.