ჭარინდა

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ჭარინდამთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ნაკრისა და დოლრის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. მაქსიმალური სიმაღლეა ზღვის დონიდან 3581 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.

ჭარინდა
კოორდინატები: 43°06′29″ ჩ. გ. 42°32′47″ ა. გ. / 43.1081750° ჩ. გ. 42.5465167° ა. გ. / 43.1081750; 42.5465167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3581 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტოიდი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ჭარინდა — საქართველო
ჭარინდა
ჭარინდა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭარინდა

ლიტერატურა რედაქტირება