ჭაობის იელი, წყლის იელი (ლათ. Ledum) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ბუჩქებია. აქვთ აღმამდგომი და გართხმული ღეროები, ყლორტების ფარისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები; ნაყოფი კოლოფია.

ჭაობის იელი
ლათ. Ledum

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ოჯახი:  მანანასებრნი
გვარი:  ჭაობის იელი
ლათინური სახელი
Ledum

10-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი კლიმატის ზონებში, ტორფიან ჭაობებში, ტუნდრასა და ნოტიო წიწვოვან ტყეებში. ამ გვარის მცენარეები გამოირჩევიან ძლიერი გამაბრუებელი სუნით, განსაკუთტებით ყვავილობის წინ.

ლიტერატურა

რედაქტირება