სუნი
სუნი — სპეციფიკური შეგრძნებაა ჰაერში მფრინავი არომატული ნივთიერებების (მან) არსებობისა, რისი გამოვლენა ხდება ყნოსვის შეგრძნების ქიმიური რეცეპტორების მეშვეობით (იხ. ხემეროცეპცია), რომელიც განლაგებულია ცხოველის ცხვირის ღრუში.
ადამიანის სუნის აღქმის სპეციფიკარედაქტირება
საერთო ცნობებირედაქტირება
სუნი ადამიანების უმრავლესობისათვის არის — შედარებით სუსტად დიფერენცირებული, ინტეგრალური შეგრძნებაა, რადგანაც ის განისაზღვრება ყნოსვის რეცეპტორების, სამწვერა ნერვის რეცეპტორების და ვომერნოზალური ორგანოს რეცეპტორების გაღიზიანების ჯამური ეფექტით.
ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების ზეგავლენა აღქმაზერედაქტირება
შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე წამყვანი რგოლი და ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სუნის აღქმის პროცესში:
- რეცეპტორული დონე
- ცხვირით სუნთქვის ხარისხი
- ჰორმონალური ფონი
- სპეციფიკური ანოსმიები
- ასაკური თავისებურებები
- ნერვთა კონების გამტარობა
- ლიმბური სისტემა
- ფსიქიკური დონე
- ნერვული სისტემის აღზნების დონე
- ინდივიდუალური გამოცდილება
სუნის აღქმის ფსიქოლოგიის თავისებურებანირედაქტირება
სუნის შეგრძნებაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გარკვეულ პირობებში შეიმჩნევა სუნის დამახინჯებული აღქმა, როდესაც გარკვეული, ჩვეულებრივი ნივთიერება მოულოდნელად ხდება მკვეთრად არასასიამოვნო.
სუნის ძალის გაზომვის მეთოდებირედაქტირება
სუნის აღქმის გამოკვლევას აწარმოებს ოლფაქტომეტრია.
სუნის ძალის შეფასება მნიშვნელოვანია ეკოლოგიაში, კვების პროდუქტების ხარისხის ობიექტური შეფასებისათვის, პარფიუმერიაში, სხვადასხვაგვარი პათოლოგიების კლინიკური კვლევებისას.
სუნის რეპროდუქციის მოწყობილობარედაქტირება
XX საუკუნეში ხმის (პატეფონი, მაგნიტაფონი) და გამოსახულების (ფოტოგრაფია, კინომატოგრაფი, ვიდეოკამერა) რეპროდუქციის მოწყობილობების ფართო გავრცელების შემდეგ, სულ უფრო ხშირად გამომგონებლები მიმართავენ სუნის რეპროდუქციის მოწყობილობების დამუშავებას.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცდა იყო ასეთი სისტემის შემუშავება ამერიკა-ისრაელის ფირმის DidgiScent (2002 г.) მიერ. ამ ფირმამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები დროულად და პროექტი ჩაიშალა.