წყლის სურო (ლათ. Hydrocharis) — მცენარეთა გვარი წყლისსუროსებრთა ოჯახისა. წყლის ზედაპირზე მოტივტივე პატარა ბალახებია. უმეტესად ვეგეტატიურად მრავლდებიან; ივითარებენ მოზამთრე კვირტებს, რომელიც შემოდგომაზე ფსკერზე იძირება, გაზაფხულზე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და მათგან ახალი მცენარეები ვითარდება. კვირტებს ლორწოვანი გარსი აქვთ, ადვილად ეკვრის ცხოველებს და სხვა წყასაცავებშიც გადადის.

წყლის სურო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  წყლისსუროსებრნი
გვარი:  წყლის სურო
ლათინური სახელი
Hydrocharis

ცნობილია წყლის სუროს 2 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევროპისა და აზიის დამდგარსა და მდორე მტკნარ წყლებში. საქართველოში იშვიათად გვხვდება ჩვეულებრივი წყლის სურო (H. morsus-ranae).

ლიტერატურა რედაქტირება