წყლისსუროსებრნი (ლათ. Hidrocharitaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. წყლის მრავალწლოვანი ბალახებია. მტკნარიწყლის სახეობების დამტვერვა უპირატესად წყლის ზედაპირზე ხდება, ზღვის სახეობების - წყალში.

წყლისსუროსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  წყლისსუროსებრნი
ლათინური სახელი
Hidrocharitaceae

ოჯახში 15 გვარია (100-მდე სახეობა); გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში. ინდოეთის და წყნარი ოკეანის, იშვიათად ატლანტიკის სანაპიროებზე ალაგ-ალაგ ზოგი გვარის სახეობები წყალქვეშა შალდამებს ქმნის. საქართველოში გვხვდება 3 გვარის 3 სახეობა, მათგან 2 მეტად იშვიათია. Elodea densa გზადმოყოლილია სამხრეთ ამერიკიდან, ნაპოვნია სოხუმის მიდამოებში, ხოლო Vallisneria spiralis - ბებისერის ტბაში. ზოგ სახეობას აკვარიუმში აშენებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება