წყლის ოპოსუმი (ლათ. Chironectes minimus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ოპოსუმისებრთა ოჯახისა; გვარ Chironectes-ის ერთადერთი სახეობა. სხეულის სიგრძეა 35–40 სმ, კუდისა — 40–45 სმ. ბეწვი მოკლე და ხშირია, კუდი ქერცლითაა დაფარული. ფერად რუხია, თავსა და ზურგზე დიდი მუქი ლაქები აყრია. თათებზე საცურაო აპკები აქვს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში (სამხრეთით არგენტინამდე). ცხოვრობს ხშირ ტყეებში წყალსატევებთან ახლოს, აქტიურია ღამით. მისდევს ნახევრად წყლის ცხოვრების წესს; კარგად ცურავს. თავშესაფრად იყენებს სოროებს, რომლის შესასვლელი წყლის დონის მაღლაა. იკვებება წყლის უხერხემლოებითა და ხერხემლიანებით. მრავლდება წელიწადში ერთხელ; შობს 5-მდე ნაშიერს. დედალს შეუძლია ცურვა ნაშიერებთან ერთად, რომლებსაც ჩანთაში ისვავს და მის ნახვრეტს კუნთებით კეტავს.

წყლის ოპოსუმი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chironectes minimus (Zimmermann, 1780)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 4671

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება