წყალწითელა (მთა)
მთა საქართველოში, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
წყალწითელა — მთა საქართველოში, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბაღდათისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ხანისწყლისა (რიონის მარცხენა შენაკდი) და წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2496 მ. აგებულია შუაეოიცენური ანდეზიტური განფენებით და პიროკლასტოლითებით. დამახასიათებელია ტყიან-მდელოიანი სუბალპური ლანდშაფტი.
წყალწითელა | |
---|---|
კოორდინატები: 41°50′23″ ჩ. გ. 43°00′59″ ა. გ. / 41.83972° ჩ. გ. 43.01639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2496 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური განფენები და პიროკლასტოლითი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.