წყალტუბოს მიწერილი სანადირო მეურნეობა

წყალტუბოს მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ წყალტუბოს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 22 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ქუთაისისა და ტყიბულის რაიონები, დასავლეთით — სამტრედიისა და წულუკიძის რაიონები, ჩრდილოეთით — ცაგერის რაიონი, სამხრეთით — ვანის რაიონი. მეურნეობის რელიეფი ძირითადად ვაკე იყო, ჩრდილოეთ მხარეზე მცირე სიმაღლეებით.

რაიონი, საერთოდ, ღარიბი იყო ტყის მასივებით და, ამის გამო, ტყის ცხოველებითაც. დაბლობი ადგილები მთლიანად ათვისებელი იყო სოფლის მეურნეობის კულტურებით. ადგილობრივი მონადირეები ძირითადად ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე და მავნე მტაცებელ ცხოველებზე. აქ აგრეთვე მოიპოვებოდა ციყვი, კვერნა, დათვი, ხოხობი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება